სიახლეები

2016 წლის 22 მაისს ჩატარდა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - "მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია ვინდიკაციური და კონდიქციური სარჩელების მაგალითზე", რომელსაც უძღვებოდა თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - ლევან ჯანაშია. ტრენინგზე რეგისტრაცია შეეძლოთ პრაქტიკოს იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კერძო სამართლით დაინტერესებულ სხვა პირებს. 

იხილეთ ვრცლად

The Legal 500-ის მონაცემებით, "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" ქართულ ბაზარზე მოღვაწე წამყვან იურიდიულ კომპანიებს შორისაა. 

იხილეთ ვრცლად

2016 წლის 31 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მედიაციის შესახებ სამომავლო კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციები ევროკავშირის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

 

იხილეთ ვრცლად

2015 წლის 19-20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული კონკურსი - "წარმომადგენლობა კომერციულ მედიაციაში". აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მთელი საქართველოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.

იხილეთ ვრცლად

2015 წლის 24 ივნისს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტმა სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი გეგენავამ განსაკუთრებით აღნიშნა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგთან" წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და ჩვენს კომპანიას მადლობის სიგელიც გადასცა.

იხილეთ ვრცლად