ტრენინგი იურისტებისთვის

22.05.2016

2016 წლის 22 მაისს ჩატარდა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - "მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია ვინდიკაციური და კონდიქციური სარჩელების მაგალითზე", რომელსაც უძღვებოდა თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - ლევან ჯანაშია. ტრენინგზე რეგისტრაცია შეეძლოთ პრაქტიკოს იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კერძო სამართლით დაინტერესებულ სხვა პირებს. 

აღნიშნული ტრენინგი აკრედიტებული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ და მინიჭებული ჰქონდა 4 სავალდებულო კრედიტი.

ტრენინგის მონაწილეთა შორის უმეტესად პრაქტიკოსი იურისტები იყვნენ, რომელთა აქტიური ჩართულობითაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემატიკაზე განხილულ იქნა საკანონმდებლო რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკის ტენდენციები ქართული მართლწესრიგის ფარგლებში.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" კვლავაც აპირებს აქტუალურ თემებზე მსგავსი ტრენინგების შეთავაზებას სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის ასამაღლებლად და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის.

იმისათვის, რათა ჩვენი ტრენინგების შესახებ დროულად მიიღოთ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე არსებული კითხვარი, რის შემდეგაც თქვენი მონაცემები დაფიქსირდება ჩვენს საკონტაქტო ბაზაში:

https://docs.google.com/a/jtconsulting-geo.com/forms/d/1wDn-17t3cH9sP7KHU79GeWmRTc7d2U260Pqo_HRjHzs/viewform?c=0&w=1&usp=mail_form_link