© Grigory-Bruev

ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ

თქვენს ბიზნესზე

ინოვაციური მიდგომები თქვენი

ბიზნესის გამოწვევების საპასუხოდ

სერვისები

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ წარმოადგენს საქართველოში წამყვან იურიდიულ ფირმას ბიზნეს სამართლის მიმართულებით. იგი აღიარებულია The Legal 500-ის მიერ როგორც მაღალი ხარისხის, სტრატეგიული და კომერციული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებაზე პასუხისმგებელი ფირმა.

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგში“ წარმატებულად არის ინტეგრირებული აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობა. ჩვენს პარტნიორებს აქვთ სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი და ლექციებს კითხულობენ საქართველოში წამყვან უნივერსიტეტებში, ამასთანავე, ისინი არიან საქართველოს იურიდიულ ბაზარზე მაღალი რეპუტაციის მქონე პრაქტიკოსი იურისტები. სწორედ აკადემიური საფუძვლისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ საქმეს მივუდგეთ განსაკუთრებული ანალიტიკური სიზუსტით და ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ზუსტი, დროული და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, როგორც საკონსულტაციო, ისე დავის გადაწყვეტის პროცესებში. 

ჩვენ ვართ ბუტიკური იურიდიული ფირმა, რომელიც ექსკლუზიურად ემსახურება სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიებს — დაწყებული სწრაფად მზარდი კომპანიებიდან, ბაზრის ლიდერებითა და საერთაშორისო ინვესტორებით დამთავრებული, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

სერვისები

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგმა“ შეიმუშავა მუშაობის თანამედროვე სტანდარტები. ჩვენი იურიდიული ფირმა კლიენტებს სთავაზობს ისეთ მომსახურებას, რომელიც ეხმარება მათ ეფექტურად მართონ თავიანთი ბიზნეს ოპერაციები და მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა გულისხმობს რთული ტრანზაქციებისა და M&A პროცესების დაგეგმვასა და მართვას, სხვადასხვა სექტორში რეგულატორულ და შესაბამისობის საკითხებში კონსულტაციას. ჩვენი გუნდი გამოცდილია დავების ეფექტურ გადაწყვეტაში როგორც ალტერნატიული დავის გადაწყვეტის (ADR), ისე სასამართლოს გზით, რაც უზრუნველყოფს კომერციული ინტერესებისა და უფლებების დაცვას.

ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ, შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მხარდაჭერას, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვა და მისი გრძელვადიანი წარმატება.

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები და სასამართლო წარმოება

ჩვენი გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას მოლაპარაკებებში, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებსა და სასამართლოში. მოლაპარაკებებთან ერთად მომსახურება მოიცავს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებს -უპირატესად მედიაციას და არბიტრაჟს, თუმცა უპრობლემოდ დაგეხმარებით ნებისმიერი სხვა ფორმატის (მაგალითად Dispute Boards) არსებობისას, რაც თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია.  ცხადია, მაინც რჩება ისეთი სცენარის განვითარების შესაძლებლობა, როცა სასამართლოს გარდა გამოსავალი არ ჩანს. შეგიძლიათ ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის იმედი გქონდეთ. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

Due Diligence

კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ სამართლებრივი შესაბამისობის, Due Diligence და კრიზისების მენეჯმენტის სერვისს,  რაც გულისხმობს ჩვენი კლიენტების, არსებული ან სამომავლო ბიზნეს პარტნიორების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების შესაბამისობის კვლევას ეროვნულ და საერთაშორისო  მოთხოვნებთან მიმართებით. ასევე, ბიზნესის პრობლემების მოგვარებას და კრიზისული მდგომარეობის მართვას  იურისტების ჩართულობით. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

კორპორაციები და ინვესტიციები

კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კორპორაციებსა და ინვესტიციებთან მიმართებით, კერძოდ, საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო, ფასიანი ქაღალდებისა და საკორპოაციო სამართალში.   მომსახურება მოიცავს ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევას, დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, მონაწილეობას წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადებას და სარეგისტრაციოდ წარდგენას.  ასევე, სამართლებრივი პროცესების მართვას და კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო,  კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

გადახდისუუნარობის სამართალი

ჯეი ენდ თი ქონსალთინგი კლიენტებს სთავაზობს სამართლებრივ მხარდაჭერას საწარმოთა გადახდიისუნარობის, გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების პროცესში და სამეწარმეო, გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. ჩვენი გუნდი გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყონ საუკეთესო კომერციული შედეგი, პირველ რიგში იმის დადგენაზე, შესაძლებელია თუ არა ბიზნესის რეაბილიტაცია და გადარჩენა. ჩვენი გუნდი იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს მოვალეებს, კრედიტორებს, აქციონერებსა და მენეჯერებს გადახდისუუნარობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხზე. ჩვენი მომსახურება მოიცავს კომპანიების რეაბილიტაციის სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბიზნესისა და აქტივების შეძენასა და გასხვისებას, გასვლის სტრატეგიების განხორციელებას, სამართლებრივი სტრუქტურების ოპტიმიზაციას, აქციების, პრობლემური კომპანიების ბიზნეს აქტივების ან აქტივების შესყიდვის შეთავაზებას, გადახდისუუნარობის სპეციალისტისა და კრედიტორების კონსულტირებას გადახდისუუნარობის პროცედურების სტრუქტურირებისა და განხორციელების თაობაზე, მათ შორის ადმინისტრირების, ლიკვიდაციის, კომპანიის ნებაყოფლობითი შეთანხმებების და ტრანსსასაზღვრო პროცედურების კოორდინაციის შესახებ.

სამშენებლო სამართალი

იურიდიული ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგი კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის იურიდიულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს: სამშენებლო კონტრაქტების შედგენას/რევიზიას, მშენებლობის ნებართვების მიღებაში დახმარებას, მარეგულირებელი ორგანოების წინაშე წარმომადგენლობას, სამშენებლო პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის ტრანზაქციების მართვას, FIDIC ხელშეკრულებების შედგენას/მართვას, სამშენებლო დავებში კლიენტთა ინტერესების დაცვას და ა.შ.   ჩვენი გუნდი სამშენებლო სფეროში ყოვლისმომცველ იურიდიულ ექსპერტიზას სთავაზობს როგორც მეწარმე სუბიექტებს, ასევე პირებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ახორციელებენ ინვესტირებას. ჩვენი იურისტები კონსულტაციებს უწევენ დეველოპერებს, კონტრაქტორებს, ინვესტორებსა და საინჟინრო ფირმებს სამშენებლო კონტრაქტების, პროექტის სტრუქტურირების, რისკების განაწილების, მარეგულირებელი ნორმების დაცვისა და დავების გადაწყვეტის საკითხებში. ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა მოიცავს კლიენტების პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რათა უზრუნველვყოთ წარმატებული შესრულება და სამართლებრივი და კომერციული რისკების ეფექტური შემცირება.  

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად და სამართავად. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს არამხოლოდ კომერციული ინტერესის, არამედ არამატერიალური ღირებულების სამართლებრივ დაცვაში. ყველა ბიზნესს აქვს ინტელექტუალური საკუთრება - იქნება ეს სავაჭრო ნიშანი, პროგრამული უზრუნველყოფა (Software), გამოგონებები, დიზაინი თუ სხვა. ამ აქტივებს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვთ და საჭიროებენ დაცვას და ზოგჯერ აღსრულებას, რათა ბიზნესმა თავისი ღირებულება შეინარჩუნოს. ჩვენს იურისტებს დიდი გამოცდილება აქვთ ბრენდების, დიზაინის, საავტორო უფლებების, მონაცემთა ბაზების და მათთან დაკავშირებული უფლებების დაცვაში. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი ბრენდის, დიზაინის, საავტორო უფლებების, მონაცემების, პატენტების/გამოგონებების, სავაჭრო საიდუმლოებების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების დაცვაში, შენარჩუნებასა და საჭიროების შემთხვევაში აღსრულებაში.   ᲡᲠᲣᲚ ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲨᲘ   ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კლიენტების წარმომადგენლობას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში [„საქპატენტში“] სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით; სასაქონლო ნიშნის, პატენტის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარდაჭერას და ა.შ. ჩვენი გუნდი სთავაზობს კლიენტებს კონსულტაციებს ინტელექტუალური საკუთრების კომპლექსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების აქტივების შექმნასა და კომერციალიზაციასთან. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ტრანზაქციების სტრუქტურირებაში რისკის მართვისა და ღირებულების ეფექტურად მოპოვების მიზნით, იქნება ეს საერთაშორისო ლიცენზირების შეთანხმებები, ფრენჩაიზის ხელშეკრულებები, თანამშრომლობა, რეორგანიზაცია თუ კომპლექსური კვლევისა და განვითარების პროექტი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ კლიენტებს სთავაზობს იურიდიული დახმარების გაწევას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აუცილებელია, მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენი იურისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისას უზრუნველყოფენ კლიენტი კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებას, მათი ინტერესებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.   2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ახალი კანონის ძირითადი ნაწილი. ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაშია 2024 წლის 1 ივნისიდან. აღნიშნული კანონი ასახავს GDPR-ის მონაცემთა დაცვის პრინციპებს, როგორიცაა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა მინიმიზაცია, მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ინდივიდუალური უფლებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა. ახალი კანონით განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, მათ შორისაა ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.   ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ    ჩვენი გუნდი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში იურიდიულ დახმარებას უწევს საქართველოში მოქმედ მსხვილ კომპანიებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ჩვენი მომსახურება მოიცავს:   * კლიენტი კომპანიის ყველა დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან * შესაბამისობის უზრუნველყოფა;  * კლიენტი კომპანიის დახმარება პერსონალურ * მონაცემთა დაცვის ყველა ელემენტის მართვაში; * შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, * მათ შორის, შეთავაზება, რა უნდა გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად; * დახმარება ჩვენი რეკომენდაციების იმპლემენტაციაში; * დახმარება და კონსულტაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის * კანდიდატურის შერჩევაში; * პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სათანადო მომზადება.   ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ   ახალი კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს, განახორციელონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში, მათ შორისაა: * თანამშრომლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა; * პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი; * მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა; * აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი; * შენობა-ნაგებობებსა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი; * კონტრაქტორებთან დასადებ ხელშეკრულებებში გასათვალისწინებელი * პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა; * ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე წესი; * მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების წესი.  

კონკურენციის სამართალი

იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას კონკურენციის სამართლის სფეროში. კონკურენციის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა ბიზნესის არსებით პრიორიტეტს წარმოადგენს. კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე კონსულტირება ჩვენი პრაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.   ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ   ჩვენი მომსახურება მოიცავს იურიდიულ მხარდაჭერას ერთობლივ საწარმოებთან (joint venture), მიწოდების ხელშეკრულებებთან, საჯარო შესყიდვებთან და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემურ საკითხებზე. აგრეთვე, კონკურენციის სამართლებრივი რისკების ანალიზს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას - მათ შორის მიწოდებისა და დისტრიბუციის შეთანხმებებში, კომპლექსურ ერთობლივ საწარმოებსა და სხვა ჰორიზონტალურ თანამშრომლობის მექანიზმებში, ლიცენზირების პროცესებში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებში. ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს იურიდიულ მხარდაჭერას კონკურენციის სამართლის ეფექტიან აღსრულებაში, სტრატეგიულ, პრაქტიკულად გამოსაყენებელ რეკომენდაციებს, რათა დაცული იყოს მათი კომერციული ინტერესები. მსხვილი ან მნიშვნელოვანი ბაზრის ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ეს ხშირად გულისხმობს წინასწარ შემუშავებულ სტრატეგიულ რჩევებს, რათა მათი კომერციული აქტივობა სრულ შესაბამისობაში იყოს კონკურენციის სამართლებრივ მოთხოვნებთან. ხოლო მცირე კომპანიებისთვის ჩვენი მომსახურება მოიცავს არსებული ბარიერების მოხსნას, კონკურენციის სააგენტოში საქმის წარმოებას და ა.შ. მცირე კომპანიებისთვის აღნიშნული რეგულაციები წარმოადგენს საშუალებას, უკეთ გაიგონ მათთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. ჩვენ ვეხმარებით როგორც დიდ, ისე მცირე კომპანიებს, სწორად განსაზღვრონ მოქმედების საზღვრები და დაინახონ, რა ვალდებულებებსა და უფლებებს აწესებს კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი, მმართველი პარტნიორი - გიორგი ცერცვაძე - გახლავთ საქართველოში კონკურენციის სამართლის შესახებ პირველი სახელმძღვანელოს ავტორი. წიგნი გამოიცა ორ ტომად და საქართველოს არაერთი უნივერსიტეტის სილაბუსში შეტანილია როგორც ძირითადი სახელმძღვანელო კონკურენციის სამართლის მიმართულებით. კონკურენციის სამართლის სფეროში აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს კლიენტებს მივაწოდოთ ეფექტური და მაღალი ხარისხის მომსახურება რაც მოიცავს კონკურენციის სააგენტოს წინაშე წარმომადგენლობას, დოკუმენტების კონკურენციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, ხელშეკრულებისა თუ კომერციული შეთანხმების (თანამშრომლობის, მიწოდების, დისტრიბუციის) შედგენას კონკურენციის რეგულაციების გათვალისწინებით, კონსულტაციას ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ, დავების პრევენციას, არსებული დავების მართვას, კონკურენციის სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის პროცესში კლიენტის ინტერესების დაცვას და ა.შ.  

ICSID და საინვესტიციო არბიტრაჟი

ICSID და საინვესტიციო არბიტრაჟი – სახელმწიფოებთან წარმოშობილი საინვესტიციო დავების შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მექანიზმი. ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებს ICSID კონვენციით გათვალისწინებულ პირობებზე, ორ და მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებებით (BIT / MIT) გათვალისწინებული არბიტრაჟული მექანიზმების ანალიზზე, ICSID არბიტრაჟის დაწყების სტრატეგიასა და პროცედურულ თავისებურებებზე (განცხადების მომზადება, იურისდიქციის ეტაპი, მტკიცებულებები, უზრუნველყოფის მოთხოვნა და სხვ.). საჭიროების შემთხვევაში, ვთანამშრომლობთ უცხოურ ფირმებთან და ვეხმარებით კლიენტებს ICSID-ის წინაშე წარმართულ პროცესში - დაწყებული სავარაუდო მოთხოვნის იურიდიული შეფასებიდან, დამთავრებული გადაწყვეტილების აღსრულების სტადიით. ჩვენი მიზანია, ინვესტორმა თავიდან აიცილოს დავა, მაგრამ თუ ეს უკვე გარდაუვალია, პროცესი წარიმართოს პროფესიონალურად დაგეგმილი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სტრატეგიით.  

უცხოური სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება

„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებების მიღების, ისე უცხოური სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების პროცესში, როგორ ქართულ, ასევე უცხოურ სასამართლოებში. ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული არბიტრაჟის პრაქტიკულ და აკადემიურ განვითარებაში და ამ მიმართულებით ამზადებს სპეციალიზებულ პუბლიკაციებსა და გზამკვლევებს. უზრუნველყოფის ზომების მიმართულებით ვახორციელებთ სტრატეგიას ქონებისა და მოთხოვნის დაცვისთვის, მათ შორის: ქონებაზე ყადაღის დადება, აქტივების გაყინვა, შესრულებისგან თავის არიდების პრევენცია, მტკიცებულებებისა და ინფორმაციის დაცვა და სხვა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. გაგიწევთ კონსულტაციას, როდის სჯობს უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართვა ადგილობრივ/უცხოურ სასამართლოში და როდის უშუალოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალთან, მოვამზადებთ შესაბამის განცხადებებს, და საჩივრებს. საქართველო არის 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის (უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ 1958 წლის ნიუ იორკის კონვენცია) მონაწილე სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა- აღსრულებისას ამ კონვენციაზე და შიდა კანონმდებლობაზე ერთობლივად არის დამყარებული. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტია და არის The Legal 500-ის „International Arbitration Country Comparative Guide“- ის ავტორი იმ ნაწილში რომელიც საქართველოს ეხება, სადაც დეტალურად არის აღწერილი საქართველოში საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საერთაშორისო/ადგილობრივი გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი ჩარჩო.   ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲨᲘᲓᲐ ᲡᲐᲐᲠᲑᲘᲢᲠᲐᲟᲝ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲪᲜᲝᲑᲐ-ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐᲖᲔ   ჩვენ შეგვიძლია სრული წარმომადგენლობის განხოცეილება და ამ მიზნით, განაცხადებების მომზადება უცხოური და შიდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ, გავაანალიზოთ ნიუ-იორკის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უარის საფუძვლები, განვახორციელოთ კლიენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციას გავუწევთ კლიენტებს უცხოელ პარტნიორ იურისტებთან სხვა იურისდიქციებში სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს, მათ შორის, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებას უცხოეთში, რაც გვაძლევს საშუალებას კომპლექსურად განვიხილოთ ტრანსსასაზღვრო აღსრულების საკითხები. უზრუნველყოფის ზომებისა და სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების მიმართულება ჩვენს ფირმაში მჭიდროდ არის დაკავშირებული კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. ჩვენი პარტნიორის სამართლის დოქტორ ოთარ მაჩაიძის მონოგრაფია და სტატია საარბიტრაჟო უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და აღსრულების თავისებურებებზე, საერთაშორისო არბიტრაჟის ხელშეწყობის მიზნით გამოცემული წიგნები და კვლევები, ასევე Legal 500-ის გზამკვლევის საქართველოს სექცია ასახავს იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ კლიენტებთან.

შრომის სამართალი

„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი გთავაზობთ შრომის სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ მხარდაჭერას - როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებული პირებისთვის. ჩვენი მიდგომა ეფუძნება ინტერესთა სწორ ბალანსს: ვცდილობთ, რომ შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის უფლებები დაცული იყოს, ხოლო შრომითი ურთიერთობები - გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.   კომპანიებისათვის ვამზადებთ შრომის ხელშეკრულებებს,შინაგანაწესებს და სხვადასხვა შრომის სამართლებრივ დოკუმენტაციას, ვამუშავებთ შრომის სამართლის პრაქტიკულ სახელმძღვანელოებსა და სტანდარტულ  დოკუმენტებს სხვადასხვა დონის პერსონალისთვის. ვუწევთ კონსულტაციას სამუშაო დროის, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, ხელფასისა და ბონუსების, კონფიდენციალურობისა და კონკურენციის შეზღუდვის, დისტანციური მუშაობისა და მოქნილი სამუშაო რეჟიმების რეგულირების საკითხებზე. დავების შემთხვევაში ვახორციელებთ როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესების წარმომადგენლობას შრომით ინსპექციაში, მედიაციაში, სასამართლოში და არბიტრაჟში. ვამზადებთ პრეტენზიებს, სარჩელებსა და შესაგებლებს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების ფარგლებში. ჩვენი გუნდი აქტიურადაა ჩართული მსხვილი კორპორაციების შრომითი დავების მართვასა და სტრატეგიის განსაზღვრაში.   „ᲯᲔᲘ ᲔᲜᲓ ᲗᲘ“ ᲥᲝᲜᲡᲐᲚᲗᲘᲜᲒᲘᲡ ᲘᲣᲠᲘᲡᲢᲔᲑᲘ ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ „ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგის იურისტები შრომის სამართლის სფეროში არა მხოლოდ პრაქტიკოსები, არამედ აქტიური ავტორები და ექსპერტებიც არიან: ჩვენი პარტნიორი - სიმონ ტაკაშვილი და იურისტები თანაავტორები არიან შრომის სამართლის პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის, აგრეთვე შრომის სამართალსა და შრომით დავებზე გამოქვეყნებული მრავალი ბლოგებისა და სტატიების. შრომის სამართლის მიმართულებით ჩვენი გუნდი სისტემატურად ატარებს ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს იურისტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ტრენინგები ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე და ასახავს როგორც სასამართლო პრაქტიკის, ისე კანონმდებლობის ბოლო ცვლილებებს.

დავების საბჭო

„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი სთავაზობს კლიენტებს დავების საბჭოს (Dispute Board, „DB“) მექანიზმის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას - როგორც მისი დანერგვისა და ადმინისტრირების, ასევე დავებიის საბჭოში წარმომადგენლობის მიმართულებით.  დავების საბჭო წარმოადგენს დავების გადაყწყვეტის/პრევენციის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გრძელვადიან, განსაკუთრებით კი სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ხელშეკრულებებში (მათ შორის FIDIC ტიპის კონტრაქტებში) და მიზნად ისახავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი უთანხმოებების თავიდან აცილებასა და ეფექტიან მართვას.   DISPUTE BOARD-ᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ   ჩვენი გუნდი ახორციელებს Dispute Board-ის ორგანიზებასა და მართვას. შეგვიძლია მოვამზადოთ დავის საბჭოს წესები კონკრეტული პროექტისა და მხარეთა საჭიროებებისთვის, დავამატოთ DB-ის მექანიზმი ხელშეკრულების სტრუქტურაში. ჩვენ ვეხმარებით მხარეებს საბჭოს წევრთა შერჩევასა და დანიშვნაში. დავის წარმოშობის შემთხვევაში ვაწვდით სამართლებრივ კონსულტაციას და ვახორციელებთ კლიენტის წარმომადგენლობას დავის საბჭოში: ვაანალიზებთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, ვამზადებთ განცხადებებს, პოზიციებსა და შესაბამის მტკიცებულებებს, ვმონაწილეობთ მოსმენებსა და შეხვედრებში. საჭიროების შემთხვევაში, ვუწევთ მხარდაჭერას DB-ის გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.   ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲔᲑᲡ DISPUTE BOARD-ᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ   დავის საბჭოს ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, „ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი პერიოდულად ატარებს თემატიურ ტრენინგებს Dispute Board-ის შესახებ, სადაც დეტალურად განიხილება DB-ის მუშაობის ძირითადი პრინციპები, ხელშეკრულებებში მისი სწორი გათვალისწინების გზები და აქტუალური საერთაშორისო პრაქტიკა. დამატებითი ინფორმაცია Dispute Board-ის თემატიკაზე გამართულ ტრენინგებზე ხელმისაწვდომია ჩვენი ვებ-გვერდის ტრენინგების განყოფილებაში.

შესყიდვების სამართალი

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სახელმწიფო და კერძო შესყიდვებთან დაკავშირებით. იურიდიული მომსახურების გაწევა შეგვიძლია, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და კერძო კომპანიებისთვის, ასევე მიმწოდებლებისთვის და კონტრაქტორებისთვის.   ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ    * შესყიდვის დაგეგმარებას შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას * ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და ხელშეკრულების შესრულების ეტაპებზე წარმოშობილი  საკითხების ანალიზს.   ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲨᲔᲡᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘ   სახელმწიფო შესყიდვებში დაგეხმარებით ტენდერის პირობების, საკვალიფიკაციო და შემფასებელი კრიტერიუმების სწორად ჩამოყალიბებასა და ანალიზში, სატენდერო წინადადებების სამართლებრივ გადახედვასა და რისკების იდენტიფიცირებაში. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებით შესყიდვის დოკუმენტაციის მომზადებაში. კომპანიებისთვის მოვამზადებთ შესყიდვების პოლიტიკას და შიდა პროცედურებს, ვამუშავებთ ხელშეკრულებებსა და ტენდერის/კონკურსის ტიპურ დოკუმენტებს, ვატარებთ რისკების ანალიზს ინტერესთა კონფლიქტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პრევენციის მიზნით. ასევე, ვეხმარებით კომპანიებს შესყიდვების პროცესის ისე გამართვაში, რომ პროცედურები იყოს ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, ხოლო მომავალში დავების წარმოშობის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

გადაზიდვების სამართალი

ჩვენი გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ტვირთის ყველა ტიპის გადაზიდვასთან და ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებით – როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე გადამზიდავებისა და ლოჯისტიკური ოპერატორებისთვის. ჩვენ შეგვიძლია სრული სამართლებრივი მხარდაჭერა სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო, მათ შორის შერეული გადაზიდვების მიმართულებით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტრანსპორტირებისას.   ᲒᲐᲓᲐᲖᲘᲓᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲚᲝᲯᲘᲡᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲒᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲮᲔᲓᲕᲐ   ჩვენი მომსახურება მოიცავს გადაზიდვისა და ლოჯისტიკური მომსახურების ხელშეკრულებების შედგენასა და გადახედვას, ტრანსპორტირებისა და შენახვის ეტაპებზე დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, CMR კონვენციის, საზღვაო გადაზიდვებში გამოყენებული საბორტო დოკუმენტების (Bill of Lading / BL-ის მომზადება ჰააგა-ვიზბის კონვენციის მიხედვით) და სხვა საერთაშორისო საკონვენციო რეჟიმების პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებულ რჩევებს.   ᲘᲜᲙᲝᲢᲔᲠᲛᲡᲘᲡ (INCOTERMS) ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲡᲬᲝᲠᲘ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ   განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინკოტერმსის (Incoterms) პირობების სწორ შერჩევასა და გამოყენებას. ჩვენ გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას ინკოტერმსის ვაჭრობის სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით, დაგეხმარებით განსაზღვროთ რისკისა და ხარჯების გადანაწილება, პასუხისმგებლობის გადატანის მომენტი და მხარეთა ვალდებულებები ტრანსპორტირებასთან, ექსპორტ-იმპორტის ფორმალობებთან და დაზღვევასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მოგიმზადებთ ხელშეკრულების პირობებს ისე, რომ ისინი სრულ შესაბამისობაში იყოს მხარეების მიერ შერჩეულ ინკოტერმსის პირობებთან  და თავიდან იქნას აცილებული ინტერპრეტაციისა და დავების რისკი.  

ენერგეტიკის სამართალი

ენერგეტიკის სექტორის დინამიკური განვითარების საკითხი დღითი დღე უფრო აქტუალურია. საზოგადოების ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იზრდება მისი ენერგეტიკული საჭიროებები. ენერგიის წარმოების გაუმჯობესება, ენერგიის წყაროების გამოყენება, განახლებადი ენერგიის წარმოება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა სწორედ ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც დგას ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტები. ბუნებრივია, ყველა გამოწვევის გამკლავება შეიძლება საკითხის/საქმის დეტალური ანალიზით, სათანადო მომზადებთ და პრობლემების გადაჭრის პროფესიონალური მიდგომებით. ჩვენი კომპანიის - "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტთა გუნდი სწორედ მისთვის დამახასიათებელი პროფესიონალური მიდგომებით დაგეხმარებათ, რომ წარმატებით გაუმკლავდეთ თქვენს წინაშე არსებულ ან/და სამომავლო გამოწვევებს. კომპანია გაგიწევთ სამრთლებრივ მხარდაჭერას ელექტროენერგეტიკის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებაში და თქვენთან ერთად გაივლის საქმიანობის განხორციელებისთვის  საჭირო ყველა პროცედურას, გაგიწევთ სამართლებრივ დახმარებას ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში, ასევე, სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადებასა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რისკების ანალიზში.  

სატელეკომუნიკაციო სამართალი

სატელეკომუნიკაციო და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიებთან მუშაობის დაახლოებით ათწლიანი გამოცდილება კომპანიის იურისტებს აძლევთ შესაძლებლობას შემოგთავაზოთ ქართული ბაზრისთვის ეს საკმაოდ იშვიათი მომსახურება. მომსახურების სპექტრი მოიცავს როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში სამართლებრივ მხარდაჭერას, ასევე, სპეციფიკური ხელშეკრულებების (ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება) მომზადებას და მათთან დაკავშირებული რისკების ეფექტურ შეფასებას. ჩვენი იურისტები ასევე დაგეხმარებიან სიხშირეების, ნუმერაციის რესურსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში და თქვენთან ერთად გაივლიან ამ სფეროში საქმიანობისათვის სავალდებულო ნებისმიერი ლიცენზიისა თუ ნებართვის აღებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას. 

სადაზღვევო სამართალი

იურიდიული ფირმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სადაზღვევო სფეროში.  მომსახურება ძირითადად მოიცავს სადაზღვევო საქმიანობით დაინტერესებული პირის მხარდაჭერას/წარმომადგენლობას შესაბამის უწყებებთან ურთიერთობაში დაზღვევის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის მიღების მიზნით, კლიენტების სამართლებრივ მხარდაჭერას  ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაზღვევო სტრატეგიის სწორად შერჩევასა  და სადაზღვევო პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებული რისკების სამართლებრივ ანალიზს. ჩვენი იურისტები ასევე, დაგეხმარებიან ზემოაღნიშნულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიასთან წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში. 

საინვესტიციო სამართალი

ინვესტიციები - პირდაპირი უცხოური ინევსტიციების სამართლებრივი მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და იგი, თავის მხრივ, რამდენიმე ასპექტს მოიცავს.საინვესტიციო კონსალტინგი - ჩვენ დაგეხმარებით თქვენი საინვესტიციო გეგმების პოტენციური სამართლებრივი რისკების შეფასებაში და გაგიადვილებთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გადაწყვეტილების მიღებას. საინვესტიციო კონტრაქტის სამართლებრივი შეფასება და მოლაპარაკებების მხარდაჭერა - თუ თქვენი გადაწყვეტილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით დადებითია, ჩვენ გეხმარებით საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის მომზადებასა და მოლაპარაკების ისე წარმოებაში, რომ თქვენი ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული. საინვესტიციო პროექტის სამართლებრივი რისკების მართვა და პრევენცია - კონტრაქტის გაფორმებისა და საინვესტიციო პროექტის განხორციელების პროცესში სამართლებრივი რისკების დროული აღმოჩენა და მათი პრევენცია თქვენი წარმატებისთვის აუცილებელია. ეს საქმეც შეგიძლიათ ჩვენ მოგვანდოთ. საინვესტიციო დავაში კლიენტის ინტერესების დაცვა - თუ, სამწუხაროდ, თქვენი პროექტის გადარჩენა და მოსალოდნელი ზიანის კომპენსაცია მხოლოდ სამართლებრივი დავის რეჟიმშია შესაძლებელი, ჩვენ ამ შემთხვევაშიც გთავაზობთ მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზებულ იურიდიულ მხარდაჭერას. უცხოელ კოლეგებთან არსებული საერთაშორისო კონტაქტები ჩვენი მხრიდან კომპლექსური და სრული სერვისის შეთავაზების უმთავრესი გარანტიაა. 

ფასიანი ქაღალდების სამართალი

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტების გუნდი გთავაზობთ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებას. მომსახურება მოიცავს ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ რჩევებს. კომპანიის გუნდი დახმარებას უწევს ღია სააქციო საზოგადოებებს, საინვესტიციო კომპანიებს, საბროკერო კომპანიებს ფასიანი ქაღალდების ბრუნვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებზე, მათ შორის, კორპორაციული ფინანსები, პირველადი და მეორადი საჯარო შეთავაზება, ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციები,  სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადება. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გამოცდილება და კონტაქტები, იმისათვის რომ უზრუნველყოს თქვენი კომპანიის აქციების განთავსება შემდეგ საფონდო ბირჟებზე: * ლონდონის საფონდო ბირჟა - London Stock Exchange [https://www.londonstockexchange.com/ ], * ვენის საფონდო ბირჟა - Vienna Stock Exchange [https://www.wienerborse.at/en/], * მილანის საფონდო ბირჟა - Italian Stock Exchange [https://www.borsaitaliana.it/homepage/homepage.en.htm], * პრაღის საფონდო ბირჟა - Prague Stock Exchange [https://www.pse.cz/en ], * ვარშავის საფონდო ბირჟა - Warsaw Stock Exchange [https://www.gpw.pl/en-home]. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორედ "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" კოორდინაციით უზრუნვლყოფენ აქციების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ პაკეტს. 

საბანკო სამართალი

კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კომრეციული ბანკების ლიცენზირებისთვის საჭირო ყველა პროცედურაში, ასევე სამართლებრივ მხარდაჭერას უკვე დაფუძნებული კომერციული ბანკების საქმიანობის ყველა მიმართულებით, რაც შეიძლება საჭიროებდეს იურიდიულ მხარდაჭერას. მომსახურების სპექტრი ასევე, მოიცავს ბანკების კორპორატიული კლიენტების დახმარებას საბანკო პროდუქტების (საბანკო გარანტია, საბანკო კრედიტი, ანაბარი და ა.შ.) შეძენის პროცესში და კომერციულ ბანკებთან წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხის გადაწყვეტისას.     

საკორპორაციო სამართალი

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს საკორპორაციოსამართლებრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს კომპანიათა  მარეგულირებელი კანონმდებლობის შიდა და გარე კორპორაციულ საკითხებს, მათ შორის კონსულტაციას დაინტერესებული პირისათვის მისთვის სასურველი ფორმის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე,  წესდების შედგენას, კომპანიის დაუფლებას, შერწყმას, საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვას, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიათა რესტრუქტურიზაციას და რეორგანიზაციას სტრატეგიულ ალიანსებსა და პარტნიორებთან დაკავშირებულ საკითხებს.  კომპანიის მომსახურება მოიცავს ზოგად წარმომადგენლობას საკორპორაციო სამართლის დარგში, მათ შორის, წარმომადგენლობას დირექტორთა საბჭოში, პარტნიორთა კრებაზე, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, ასევე, სამართლებრივ მხარდაჭერას საწარმოთა გადახდიისუნარობის, გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების პროცესში და სამეწარმეო, გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

Due Diligence

ჩვენი კომპანიის - "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტთა გუნდი გთავაზობთ Due Diligence [სათანადო გულისხმიერების] სერვისს, რათა საქმიანობის დაწყებამდე ან საქმიანობის პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის თქვენთვის მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებამდე, შეძლოთ სრული სამართლებრივი სურათის დანახვა და გაანალიზება, რისკების და პერსპექტივების შეფასება, ხელი მიგიწვდებოდეთ მაქსიმალურად ზუსტ, მნიშვნელოვან და ხარისხიან ინფორმაციაზე და გადადგათ, რაც შეიძლება  წინდახედული ნაბიჯები და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ჩვენ მომსახურების სპექტრი მოიცავს სამართლებრივ რჩევებს - სათანადო მომზადების, კვლევის და შედეგების ანალიზის საფუძველზე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ სფეროებში, რომლებსაც განეკუთვნება: კონკურენციის სამართალი,  ინტელექტუალური საკუთრების სამართალი,  საგადასახადო სამართალი, შრომის კანონმდებლობა, სახელშეკრულებო სამართალი, საავტორო უფლებები, საკორპორაციო სამართალი  და სხვა.  

კრიზისების მენეჯმენტი

ზოგჯერ თქვენს ბიზნესში არსებული მდგომარეობა განსხვავებული იურიდიული პროცედურების კომპლექსურ და კომბინირებულ გამოყენებას ითხოვს. ასეთი საჭიროება განსაკუთრებით მაშინ წარმოიშობა, როდესაც კომპანია თუ კომპანიათა ჯგუფი სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამო შექმნილ პრობლემებს დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება. ბიზნესის პრობლემების მოგვარება იურისტების ჩარევის გარეშე,  სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებით სჯობს, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება და ზოგჯერ დაგვიანებულიც კია. ამიტომ შესაბამისი იურიდიული პროცედურების გამოყენება კრიზისული მდგომარეობის მართვისას ჩვენი მომსახურების სტრატეგიული სეგმენტია.   ᲙᲠᲘᲖᲘᲡᲔᲑᲘᲡ  ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ  ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲐ შეიძლება გამოვყოთ კრიზისების მართვის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფორმა, რაც მომსახურებაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნაში დაგეხმარებათ. * პრობლემური აქტივების მართვა - ხშირად საქონლის ან მომსახურების გაყიდვაზე ორიენტირებული კომპანია ან კომპანიათა ჯგუფი ვერ ახერხებს გაყიდული აქტივის ექვივალენტური ანაზღაურების დროულად მიღებას, რაც ადრე თუ გვიან კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას იწვევს. ასეთ დროს კომპანიის მთელი რესურსები ძირითადი საქმიანობის ნაცვლად დავალიანების ე.წ. ‘’ამოღებას” ხმარდება ხოლმე, რასაც სასურველი შედეგი მაინც არ მოაქვს. აღწერილი ან მისი მსგავსი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ჩვენ სიტუაციას კომპლექსურად ვაფასებთ. ვითვალისწინებთ პრობლემური აქტივების ღირებულებას, არსებული მოთხოვნების დოკუმენტურ დასაბუთებასთან და  ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვრავთ აქტივების მართვის სტრატეგიას. დროისა და ხარჯების ეკონომიის მიზნით აქტიურად ვიყენებთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს: მოლაპარაკებებს, მედიაციასა და არბიტრაჟს. საბოლოო ჯამში კლიენტი იღებს ფორმულას, რომელიც მუშაობას აგრძელებს ჩვენ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულების შემდეგაც, რაც მომავალი პრობლემების პრევენციის საუკეთესო მექანიზმია.ჩვენმა სტრატეგიამ არაერთი გამოცდა გაიარა კომერციული ბანკებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების პრობლემური აქტივების მართვისას და  თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა. ასე რომ შეგვიძლია წარმატებული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ვცადოთ. * გადახდისუუნარობის საქმის წარმოება - როცა კომპანიას უჭირს სხვების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, არც ასეთი კომპანიის ფლობა/კონტროლი და არც მისი კრედიტორობა სახარბიელო პერსპექტივა არ არის, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს დასასრულს. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ინიცირებით თქვენი კომპანია შეძლებს ვალდებულებების მისაღებ და კანონზომიერ რეჟიმში შესრულებას.თუ თქვენ კრედიტორი ხართ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ გადახდისუუნარობის რთული და კომპლექსური პროცედურის მსვლელობისას თქვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.თუ თქვენ მოვალე ხართ, ჩვენ დაგეხმარებით კომპანიის გადარჩენაში ან მის გაკოტრებასა და ლიკვიდაციაში - თქვენი სურვილის შესაბამისად. დაბოლოს, კრიზისების მენეჯმენტი და მისი სტრატეგია ინდივიდუალური და კომპლექსურია და მხოლოდ დასახელებული პროცედურებით არ შემოიფრაგლება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ბიზნესში არსებული კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტს ნებისმიერ სხვა ვითარებაშიც. 

Compliance

კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" სამართლებრივი შესაბამისობის სერვისი გულისხმობს ჩვენი კლიენტების არსებული ან სამომავლო ბიზნეს პარტნიორების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების შესაბამისობის კვლევას საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში. სამართლებრივი შესაბამისობის კვლევა მოიცავს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ სფეროს, მათ შორის: შრომის კანონმდებლობა, სამოქალაქო კანონმდებლობა, კონკურენციის კანონმდებლობა, საგადასახადო კანონმდებლობა, ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო უფლებები, შიდა კორპორაციული სტრუქტურა და შიდა იურიდიული დოკუმენტები, კომპანიის ხელშეკრულებათა გადახედვა და შეფასება და სხვა. სერვისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მენეჯერს ხელი მიუწვდებოდეს მაქსიმალურად ზუსტ, მნიშვნელოვან და ხარისხიან ინფორმაციაზე და მიიღოს რაც შეიძლება ინფორმირებული გადაწყვეტილება. სერვისი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზს, სარგებლისა და რისკების შეფასებას. კომპანიამ მსგავსი ტიპის სერვისი განავითარა არასამეწარმეო სექტორისთვის, რაც გულისხმობს დონორის მიერ გაცემული გრანტების ხარჯვის სამართლებრივ შეფასებას, გრანტის მიმღები ორგანიზაციის სრულყოფილ იურიდულ ანალიზს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დონორის მიერ გაცემული სახსრების მართვა მხარეთა შორის შეთანხმებული მიზნების შესაბამისად.

წარმომადგენლობა სასამართლოში

სასამართლო ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებთან, მოუქნელ და დროში გაწელილ პროცესთან ასოცირდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან სხვისი უკანონო მოთხოვნისაგან თავდაცვის ერთადერთ გზად რჩება. სასამართლოში წარმომდაგენლობა ყველაზე “იურისტული” საქმიანობაა და ჩვენი კომპანია ამ შემთხვევაშიც მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ. პოტენციური ან მიმდინარე სასამართლო დავის შეფასება - ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაფასებთ თქვენი საქმის სამართლებრივ პერსპექტივებს. ასეთი შეფასება ძირითადად ანალოგიურ საქმეებზე ქართული და უცხოური სასამართლო პრაქტიკის ანალიზს და საქმის გარემოებების ინდივიდუალურად განხილვას ემყარება. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, გჭირდებათ თუ არა სასამართლო პროცესი - თქვენი საქმეა. ჩვენი კომპანის ადვოკატები უზრუნველყოფენ თქვენი ინტერესების დაცვას საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლოში (თუ საკონსტიტუციო სარჩელი კავშირშია ბიზნესთან და არ არ არის დაკავშირებული პოლიტიკური უფლებების განხორციელებასთან). მომსახურების ეს სეგმენტი ასევე მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზსა და მათი გასაჩივრების პერსპექტივების შეფასებას.   

წარმომადგენლობა არბიტრაჟში

არბიტრაჟი არის პროცედურა, სადაც დავა მხარეთა შეთანხმებით გადაეცემა ერთ ან მეტ არბიტრს, რომელთაც გამოაქვთ სავალდებულო გადაწყვეტილება. არბიტრაჟის არჩევით მხარეები სასამართლოს ნაცვლად მიმართავენ დავის გადაწყვეტის კერძო პროცედურას. არბიტრაჟი იძლევა პროცესის კონტროლის საშუალებას, რაც ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო განხილვს დროს შეუძლებელია. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიმართოთ არბიტრაჟს: * კონფიდენციალურობა- პროცესი არ არის საჯარო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ვერ გააცნობენ საზოგადოებას საარბიტრაჟო განხილვის შედეგებს. * მოქნილობა- არბიტრაჟი მხარეებს მოქნილობის მაღალ ხარისხს სთავაზობს. მხარეები თავად ადგენენ საპროცესო მოქმედებების გრაფიკს არბიტრთან შეთანხმებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ იმასაც, თუ საქმის რომელ ნაწილს სჭირდება საარბიტრაჟო განხილვა და მოსმენა არბიტრის მხრიდან და რომელი საკითხი შეიძლება გადაიჭრას ფორმალური პროცედურების გარეშე. როგორც წესი, მხარეების საპროცესო მოქმედებების დაგეგმვას საკუთარი ადვოკატის მეშვეობით ახორციელებენ. * არბიტრის არჩევა- სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც შეუძლებელია მოსამართლის არჩევა არბიტრაჟი გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ პროფესიონალი, რომელიც განიხილავს თქვენს დავას. * ხანგრძლივობა- არბიტრაჟი გაცილებით სწრაფია, ვიდრე სასამართლო, რადგან მხარეებს საშუალება აქვთ შეადგენონ საქმის განხილვის განრიგი.   * ხარჯები- არბიტრაჟი საშუალებას აძლევს მხარეებს აკონტროლონ მათი საპროცესო ხარჯები და მოითხოვონ არბიტრაჟის მიერ საქმის მხოლოდ კონკრეტული ნაწილის განხილვა. მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ საქმიდან გამოყონ ის დეტალები რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მოითხოვონ მასზე კონცენტრაცია, რითაც საგრძნობლად შეამცირებენ საპროცესო ხარჯებს. იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ გთავაზობთ წარმომადგენლობას ადგილობრივ და საერთაშორისო არბიტრაჟში. ჩვენი წარმომადგენლობა მოიცავს დავების ფართო სპექტრს მათ შორის: სამრეწველო, საბანკო, სამშენებლო, ენერგეტიკულ, სადაზღვევო და გადაზღვევის, საერთაშორისო ფინანსების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების, ინტელექტუალური საკუთრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და კომუნიკაციებს, ტელეკომუნიკაციებს. ჩვენი იურისტები აქტიურად საუბრობენ, წერენ და აქვეყნებენ ნაშრომებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართლის  თითქმის ყველა თემაზე, ხშირად გამოდიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალის კონფერენციებზე, მათი ავტორობით გამოცემულია რამოდენიმე წიგნი და  სტატია ამ დარგში. უშუალოდ საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებისა და არბიტრის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ "ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრისგან", (eba-mac.com)  რომელიც ჩვენი იურიდიული ფირმის შვილობილი კომპანიაა, დაფუძნდა 2018 წელს და გთავაზობთ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (მათ შორის არბიტრაჟის) სრულ სერვისს. ცენტრი ასევე გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას კომბინირებულად, ან დამოუკიდებლად გამოიყენოთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები.

წარმომადგენლობა მედიაციაში

ᲛᲔᲓᲘᲐᲪᲘᲐ სასამართლოსა და არბიტრის ჩარევის გარეშე დავის მოგვარების ეფექტური საშუალებაა. ეს არის პროცესი, სადაც ნეიტრალური და კვალიფიციური მესამე პირი - მედიატორი ეხმარება მხარეებს შეთანხმებით გადაწყვიტონ სადავო საკითხები. იმ შემთხვევაშიც კი როდესაც თქვენ ჩართული ხართ სასამართლო პროცესში, მედიაცია გთავაზობთ უდიდეს უპირატესობას. ის გაძლევთ სასამართლოსათვის გვერდის ავლით დავის მოგვარების შესაძლებლობას. მედიაცია * ითვალისწინებს ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას; * საშუალებას აძლევს მხარეებს განსაზღვრონ შედეგი. იურიდიული ფირმა "ᲯᲔᲘ ᲔᲜᲓ ᲗᲘ" ᲥᲝᲜᲡᲐᲚᲗᲘᲜᲒᲘ გთავაზობთ წარმომადგენლობას ᲛᲔᲓᲘᲐᲪᲘᲐᲨᲘ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. წარმომადგენლობა მოიცავს დავების ფართო სპექტრს, მათ შორის სამრეწველო, საბანკო, სამშენებლო, ენერგეტიკული, სადაზღვევო, საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების, ინტელექტუალური საკუთრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და კომუნიკაციების სამართლის სფეროებში. ჩვენი იურისტები აქტიურად საუბრობენ, წერენ და აქვეყნებენ ნაშრომებს მედიაციის სამართლის  თითქმის ყველა თემაზე, მათი ავტორობით გამოცემულია რამოდენიმე წიგნი და  სტატია ამ დარგში. უშუალოდ მედიაციის ორგანიზებისა და მედიატორის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ "ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრისგან", (eba-mac.com)  რომელიც ჩვენი იურიდიული ფირმის შვილობილი კომპანიაა, დაფუძნდა 2018 წელს და გთავაზობთ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (მათ შორის მედიაციის) სრულ სერვისს. ცენტრი ასევე გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას კომბინირებულად, ან დამოუკიდებლად გამოიყენოთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები.  

ტელეკომუნიკაცია და ენერგეტიკა

კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სფეროში.  რაც გულისხმობს სამართლებრივ მხარდაჭერას მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში, სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადებას, ასევე, ჩართულობას საქმიანობისათვის სავალდებულო ლიცენზიის თუ ნებართვის აღებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურაში და სხვა. მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

J&T CONSULTING

შანსის გამოყენების ხელოვნება

შანსი - რომელსაც თქვენ გვაძლევთ

ხელოვნება - რომელიც ჩვენი საქმეა

სიახლეები

„სიახლეები“ არის სივრცე, სადაც იხილავთ, თუ როგორ ვიყენებთ იმ შანსს, რომელსაც თქვენ გვაძლევთ. აქ ნახავთ თუ როგორ მუშაობს „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ როგორც ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმა საქართველოში ბიზნესისა და კომერციული სექტორის მხარდასაჭერად. აღნიშნულ სექციაში შეგხვდებათ ინფორმაცია ჩვენი მიღწევების შესახებ ადგილობრივ თუ საერთაშორისო არბიტრაჟსა და მედიაციაში, რთული სასამართლო დავების გადაწყვეტაში. ასევე, გაცნობებთ, ბიზნესის, კომერციული და საკორპორაციო სამართლის მნიშვნელოვან სიახლეებს. აქვე იპოვით ანალიტიკურ კომენტარებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლო პრაქტიკის ტენდენციებზე, რომლებიც თქვენს ბიზნესის გადაწყვეტილებებზე უშუალო გავლენას ახდენს. გაგიზიარებთ ინფორმაციას ჩვენი ფირმის აღიარების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში (მათ შორის The Legal 500) და იმ საქმეებზე, რომლებიც ამ შედეგების საფუძველს ქმნის. „სიახლეების“ სექცია დაგეხმარებათ მუდმივად იცოდეთ, როგორ ვვითარდებით ჩვენ როგორც თქვენი იურიდიული პარტნიორი და როგორ იცვლება ბიზნესისა და კომერციული სამართლის გარემო თქვენს გარშემო.

სიახლეები

საქართველოში მოქმედი იურიდიული ფირმების ინფრასტრუქტურებს შორის,  „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილია. თბილისსა და ბათუმში მდებარე ჩვენი ოფისები (მეპის ბმულები) განლაგებულია ბიზნესისთვის სტრატეგიულ ლოკაციებში და უზრუნველყოფს თანამედროვე, კომფორტულ სამუშაო გარემოს კლიენტებისა და გუნდისთვის. ქალაქგარეთ, მანგლისში (მეპის ბმული)  არსებული work & retreat ტიპის სივრცე აერთიანებს სრულფასოვან სამუშაო პირობებსა და განტვირთვის შესაძლებლობას, რის გამოც იგი იდეალურია სტრატეგიული სესიებისთვის, დაგეგმვისთვის და რთულ საქმეებზე კონცენტრირებული მუშაობისთვის. მოლაპარაკებებისა და დავების გადაწყვეტისათვის შექმნილია სპეციალური სივრცეები – J&T House 1 (მეპის ბმული)  და J&T House 2 (მეპის ბმული), სადაც უზრუნველყოფილია მედიაციის შეხვედრებისა და კომერციული დავების განხილვის მაღალი სტანდარტი. ამ ლოკაციებისა და სივრცეების სისტემა ასახავს ჩვენს მიდგომას: გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს იქ, სადაც გარემო ფოკუსირებას, დიალოგს და გონივრული შედეგის მიღებას უწყობს ხელს.