კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კომრეციული ბანკების ლიცენზირებისთვის საჭირო ყველა პროცედურაში, ასევე სამართლებრივ მხარდაჭერას უკვე დაფუძნებული კომერციული ბანკების საქმიანობის ყველა მიმართულებით, რაც შეიძლება საჭიროებდეს იურიდიულ მხარდაჭერას. მომსახურების სპექტრი ასევე, მოიცავს ბანკების კორპორატიული კლიენტების დახმარებას საბანკო პროდუქტების (საბანკო გარანტია, საბანკო კრედიტი, ანაბარი და ა.შ.) შეძენის პროცესში და კომერციულ ბანკებთან წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხის გადაწყვეტისას.
საბანკო კონსულტაცია საჭიროა ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელიც მოქმედებს რეგულირებადი ფინანსური სერვისების სივრცეში ან ურთიერთობს ამ ინსტიტუტებთან. პირველ რიგში ეს არიან კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, რომელთაც უწევთ მარგებულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საბანკო კონსულტაცია ასევე ეხება ფინტექ კომპანიებსა და გადახდის პროვაიდერებს. გარდა ამისა, კონსულტაცია სჭირდებათ საინვესტიციო კომპანიებსა და ინვესტორებს. ამგვარი მომსახურება ასევე კრიტიკულია კორპორაციებისთვის, რომლებიც იყენებენ კომპლექსურ ფინანსურ პროდუქტებს.
საბანკო სამართლის იურისტები ეხმარებიან კლიენტებს ფინანსური ტრანზაქციების სტრუქტურირებაში, მოლაპარაკებასა და დოკუმენტირებაში, მათ შორის სესხების, უზრუნველყოფის დოკუმენტებისა და საკრედიტო ხაზების მომზადებაში. ასევე კონსულტაციას უწევს მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ამზადებს და ამოწმებს საფინანსო დოკუმენტაციას და მონაწილეობს შერწყმა–შეძენის (M&A) ტრანზაქციებში.
ამასთან, საბანკო იურისტები წარმოადგენენ კლიენტებს საბანკო დავებში, უზრუნველყოფენ ლიცენზირებასთან და მარეგულირებელ განაცხადებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას, კონსულტაციას უწევენ მომხმარებელთა დაცვისა და AML მოთხოვნებს და ეხმარებიან ფინანსურ ინსტიტუტებს სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული შემოწმებებისა და გამოძიებების პროცესში.