ტრენინგები

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ გთავაზობთ იურისტებსა და სტუდენტებზე მორგებულ ტრენინგებს სამართლის და არა მხოლოდ სამართლის მიმართულებით.  

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ტრენერთა გუნდი დაკომპლექტებულია კომპანიის პარტნიორებით და იურისტებით, რომლებიც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარებენ და გააცნობენ მნიშვნელოვან და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს. გარდა, კომპანიის თანამშრომლებისა, ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული სტუმრები, სხვა ტრენერები. 

ტრენინგების წარმართვა არის კომპანიის სოციალური პასუხიმსგებლობის ნაწილი და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე საინტერესო დისკუსიების ხელშეწყობას. შესაბამისად, კომპანიის ბაზაზე ჩატარებული ნებისმიერი ტრენინგი უფასოა.

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ გუნდი ღიაა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისა და მათი იდეებისადმი, თუ მსმენელებისთვის რა თემების განხილვა იქნება საინტერესო ტრენინგების ფარგლებში.