იურიდიული ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგი კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის იურიდიულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს: სამშენებლო კონტრაქტების

შედგენას/რევიზიას, მშენებლობის ნებართვების მიღებაში დახმარებას, მარეგულირებელი ორგანოების წინაშე წარმომადგენლობას, სამშენებლო პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის ტრანზაქციების მართვას, FIDIC ხელშეკრულებების შედგენას/მართვას, სამშენებლო დავებში კლიენტთა ინტერესების დაცვას და ა.შ.

 

ჩვენი გუნდი სამშენებლო სფეროში ყოვლისმომცველ იურიდიულ ექსპერტიზას სთავაზობს როგორც მეწარმე სუბიექტებს, ასევე პირებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ახორციელებენ ინვესტირებას. ჩვენი იურისტები კონსულტაციებს უწევენ დეველოპერებს, კონტრაქტორებს, ინვესტორებსა და საინჟინრო ფირმებს სამშენებლო კონტრაქტების, პროექტის სტრუქტურირების, რისკების განაწილების, მარეგულირებელი ნორმების დაცვისა და დავების გადაწყვეტის საკითხებში. ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა მოიცავს კლიენტების პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რათა უზრუნველვყოთ წარმატებული შესრულება და სამართლებრივი და კომერციული რისკების ეფექტური შემცირება.