ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სახელმწიფო და კერძო შესყიდვებთან დაკავშირებით. იურიდიული მომსახურების გაწევა შეგვიძლია, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და კერძო კომპანიებისთვის, ასევე მიმწოდებლებისთვის და კონტრაქტორებისთვის.

 

მომსახურება მოიცავს 

 

  • შესყიდვის დაგეგმარებას შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას
  • ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და ხელშეკრულების შესრულების ეტაპებზე წარმოშობილი  საკითხების ანალიზს.

 

სახელმწიფო შესყიდვები

 

სახელმწიფო შესყიდვებში დაგეხმარებით ტენდერის პირობების, საკვალიფიკაციო და შემფასებელი კრიტერიუმების სწორად ჩამოყალიბებასა და ანალიზში, სატენდერო წინადადებების სამართლებრივ გადახედვასა და რისკების იდენტიფიცირებაში. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებით შესყიდვის დოკუმენტაციის მომზადებაში. კომპანიებისთვის მოვამზადებთ შესყიდვების პოლიტიკას და შიდა პროცედურებს, ვამუშავებთ ხელშეკრულებებსა და ტენდერის/კონკურსის ტიპურ დოკუმენტებს, ვატარებთ რისკების ანალიზს ინტერესთა კონფლიქტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პრევენციის მიზნით. ასევე, ვეხმარებით კომპანიებს შესყიდვების პროცესის ისე გამართვაში, რომ პროცედურები იყოს ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, ხოლო მომავალში დავების წარმოშობის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.