ოთარ მაჩაიძის ახალი სტატია არბიტრის მიერ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებაზე Kluwer Arbitration Blog-ზე

27.11.2026

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ჩვენი პარტნიორის, სამართლის დოქტორ ოთარ მაჩაიძის ახალი სტატია Kluwer Arbitration Blog-ზე გამოქვეყნდა.

სტატია ეხება არბიტრის მიერ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას და განიხილავს, რა შემთხვევაში შეიძლება ამ ვალდებულების დარღვევა არბიტრის აცილების საფუძველი გახდეს ქართული საარბიტრაჟო სამართლის მიხედვით.

პუბლიკაციაში ოთარ მაჩაიძე ასევე მსჯელობს არბიტრის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მნიშვნელობაზე და იმ როლზე, რომელსაც ინფორმაციის გამჟღავნება საარბიტრაჟო პროცესის მიმართ ნდობის შენარჩუნებაში ასრულებს.

სტატიის წასაკითხად ეწვიეთ ბმულს: Kluwer Arbitration Blog.