ჯეი ენდ თი ქონსალთინგი კლიენტებს სთავაზობს სამართლებრივ მხარდაჭერას საწარმოთა გადახდიისუნარობის, გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების პროცესში და სამეწარმეო, გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. ჩვენი გუნდი გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყონ საუკეთესო კომერციული შედეგი, პირველ რიგში იმის დადგენაზე, შესაძლებელია თუ არა ბიზნესის რეაბილიტაცია და გადარჩენა. ჩვენი გუნდი იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს მოვალეებს, კრედიტორებს, აქციონერებსა და მენეჯერებს გადახდისუუნარობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხზე.
ჩვენი მომსახურება მოიცავს კომპანიების რეაბილიტაციის სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბიზნესისა და აქტივების შეძენასა და გასხვისებას, გასვლის სტრატეგიების განხორციელებას, სამართლებრივი სტრუქტურების ოპტიმიზაციას, აქციების, პრობლემური კომპანიების ბიზნეს აქტივების ან აქტივების შესყიდვის შეთავაზებას, გადახდისუუნარობის სპეციალისტისა და კრედიტორების კონსულტირებას გადახდისუუნარობის პროცედურების სტრუქტურირებისა და განხორციელების თაობაზე, მათ შორის ადმინისტრირების, ლიკვიდაციის, კომპანიის ნებაყოფლობითი შეთანხმებების და ტრანსსასაზღვრო პროცედურების კოორდინაციის შესახებ.