J&T-ის ღვინოები

04.07.2026

 

წელს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" 18 წლის ხდება!

 

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უკვე შეუძლია, ნელ-ნელა ღვინოც გასინჯოს და რაც ყველაზე მთავარია - სხვებსაც გაასინჯოს.

რა მნიშვნელობა აქვს, მოლაპარაკებებზე მოგიწევთ ჩვენთან მოსვლა, თუ ტრანზაქციის დახურვაზე. არბიტრაჟში გინდათ წასვლა, თუ სასამართლოში, ქვეყნის გარეთ გჭირდებათ დახმარება, თუ ქვეყნის შიგნით. ჩვენ თქვენთან ვართ და ამის შემდეგ არც ერთი მნიშვნელოვანი თუ არამნიშვნელოვანი შეხვედრა თუ მოვლენა არ ჩაივლის ჩვენი ღვინის გარეშე.

„დოესის მამულთან“ ერთად დიდხანს ვარჩიეთ, რომელი და როგორი ღვინოები დაგვეკავშირებინა „ჯეი ენდ თის“ ბრენდთან. რადგან თავმდაბლობა არ არის ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს, აქაც პირდაპირ ვიტყვით, რომ საუცხოოდ გამოგვივიდა.

იურიდიულ ფირმასთან ურთიერთობა სასიამოვნო უნდა იყოს. ლაპარაკს და ურთიერთობას უნდა განდომებდეს. გემოვნება და ხარისხი უნდა იგრძნობოდეს.

რაც მთავარია, მეორე დღეს არ უნდა ინანო, ამასთან საქმე როგორ და რატომ დავიჭირეო.

ვინც ჩვენ გვენდობა, ამბობს, რომ „ჯეი ენდ თი“ ასეთია.  

ღვინოშიც ეს თვისებები ვეძებეთ და გამოკვეთეთ.

ჩვენთან ღვინოც სასარგებლო და სასიამოვნოა და მომსახურებაც.

 

გაამოთ!