ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად და სამართავად. ჩვენ ვეხმარებით
კომპანიებს არამხოლოდ კომერციული ინტერესის, არამედ არამატერიალური ღირებულების სამართლებრივ დაცვაში. ყველა ბიზნესს აქვს ინტელექტუალური
საკუთრება - იქნება ეს სავაჭრო ნიშანი, პროგრამული უზრუნველყოფა (Software), გამოგონებები, დიზაინი თუ სხვა. ამ აქტივებს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვთ და საჭიროებენ დაცვას და ზოგჯერ აღსრულებას, რათა ბიზნესმა თავისი ღირებულება შეინარჩუნოს. ჩვენს იურისტებს დიდი გამოცდილება აქვთ ბრენდების, დიზაინის, საავტორო უფლებების, მონაცემთა ბაზების და მათთან დაკავშირებული უფლებების დაცვაში. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი ბრენდის, დიზაინის, საავტორო უფლებების, მონაცემების, პატენტების/გამოგონებების, სავაჭრო საიდუმლოებების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების დაცვაში, შენარჩუნებასა და საჭიროების შემთხვევაში აღსრულებაში.
ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კლიენტების წარმომადგენლობას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში [„საქპატენტში“] სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით; სასაქონლო ნიშნის, პატენტის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარდაჭერას და ა.შ.
ჩვენი გუნდი სთავაზობს კლიენტებს კონსულტაციებს ინტელექტუალური საკუთრების კომპლექსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების აქტივების შექმნასა და კომერციალიზაციასთან. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ტრანზაქციების სტრუქტურირებაში რისკის მართვისა და ღირებულების ეფექტურად მოპოვების მიზნით, იქნება ეს საერთაშორისო ლიცენზირების შეთანხმებები, ფრენჩაიზის ხელშეკრულებები, თანამშრომლობა, რეორგანიზაცია თუ კომპლექსური კვლევისა და განვითარების პროექტი.