„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ კლიენტებს სთავაზობს იურიდიული დახმარების გაწევას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აუცილებელია, მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენი იურისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისას უზრუნველყოფენ კლიენტი კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებას, მათი ინტერესებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.

 

2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ახალი კანონის ძირითადი ნაწილი. ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაშია 2024 წლის 1 ივნისიდან. აღნიშნული კანონი ასახავს GDPR-ის მონაცემთა დაცვის პრინციპებს, როგორიცაა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა მინიმიზაცია, მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ინდივიდუალური უფლებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა.

ახალი კანონით განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, მათ შორისაა ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

 

ჩვენი მომსახურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში 

 

ჩვენი გუნდი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში იურიდიულ დახმარებას უწევს საქართველოში მოქმედ მსხვილ კომპანიებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ჩვენი მომსახურება მოიცავს:

 

  • კლიენტი კომპანიის ყველა დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან
  • შესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • კლიენტი კომპანიის დახმარება პერსონალურ
  • მონაცემთა დაცვის ყველა ელემენტის მართვაში;
  • შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით,
  • მათ შორის, შეთავაზება, რა უნდა გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად;
  • დახმარება ჩვენი რეკომენდაციების იმპლემენტაციაში;
  • დახმარება და კონსულტაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის
  • კანდიდატურის შერჩევაში;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სათანადო მომზადება.

 

საჭირო დოკუმენტების მომზადება

 

ახალი კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს, განახორციელონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში, მათ შორისაა:

  • თანამშრომლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი;
  • მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა;
  • აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი;
  • შენობა-ნაგებობებსა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი;
  • კონტრაქტორებთან დასადებ ხელშეკრულებებში გასათვალისწინებელი
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა;
  • ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე წესი;
  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი

გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების წესი.