სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გამოსცა ახალი წიგნი - „შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართალში.“ წიგნის თანაავტორი და თანარედაქტორია იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ პარტნიორი, სიმონ ტაკაშვილი. ასევე, სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორია კომპანიის უფროსი იურისტი, მათე ხვედელიძე.
სახელმძღვანელოში გაანალიზებულია სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილზე არსებული სასამართლო პრაქტიკისა და იურიდიული ლიტერატურის უახლესი ტენდენციები.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ლიგამუსსა“ და სამართლებრივი ლიტერატურის გამავრცელებლებთან.