გლობალური მედიაციის პანელი

28.05.2020

გაეროს ფონდებისა და პროგრამების ომბუდსმენის ოფისის ინიციატივით,  საჩივრებზე სათანადო, კომპეტენტური რეაგირებისა და  მედიაციის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, შეიქმნა გლობალური მედიაციის პანელი. 

ჩვენი გუნდი ძალიან მოხარულია გაცნობოთ, რომ „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე შერჩეულ იქნა გლობალური მედიაციის პანელის ერთ-ერთ მედიატორად. აღნიშული პანელი, გაეროს ხუთ ორგანიზაციას UNDP, UNFPA, UNICEF, UNOPS და UN-Women დამოუკიდებელი ორგანოს (ომბუდსმენის ოფისის) საშუალებით მისცემს შესაძლებლობას დავის წარმოშობის შემთხვევაში მათი რეაგირება იყოს უფრო ეფექტიანი, სწაფი, ნაკლებად სტრესული და კონფიდენციალური, ვიდრე ეს ტრადიციული გამოძიებისა, თუ საქმის წარმოების პროცესშია. 

მედიატორთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და დღეის მდგომარეობით, პანელი აერთიანებს 35 გამოცდილ მედიატორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შერჩევის პროცესში, ომბუდსმენის ოფისისა და გაეროს ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა გათვალსიწინეს, როგორც მედიატორთა კვალიფიკაცია და გამოცდილება, ასევე მათი ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მსოფლოში აღიარებულ ინსტიტუტებთან.

შერჩეული მედიატორები, ორი წლის განმავლობაში დაეხმარებიან გაეროს ხუთი ორგანზიაციასა (UNDP, UNFPA, UNICEF, UNOPS და UN-Women)  და მათ თანამშრომლებს შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარებაში, მათი წარმოშობისთანავე.