ევროკომისიის სემინარი "ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგი შრომის, დასაქმებისა და სოციალურ საკითხებზე: შრომის სტანდარტები და ინსპექტირება"

23.09.2018

19-20 სექტემბერს ევროკომისიის ორგანიზებით სასტუმრო ბილტომორში ორდღიანი სემინარი გაიმართა. 

სემინარზე ევროკავშირის, საქართველოს პარლამენტის, პროფესიული კავშირების, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), დასაქმებულთა ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმოამდგენლებმა საქართველოში არსებული შრომის სტანდარტები და სამუშაო პირობები განიხილეს. სემინარში მონაწილეობდა ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე, მან თავის მოხსენებაში არსებულ პრობლემებზე, ბიზნესექტორის ხედვასა და პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის როლზე ისაუბრა