შეხვედრა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით

22.07.2018

ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრები მედიაციის შესახებ კანონპროექტს გაეცნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზების გამოყენების უპირატესობაზე ბიზნესისათვის. 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ევროკავშირის ელჩი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი და სხვა ექსპერტები.