მედიაციის საერთაშორისო წერითი შეჯიბრი 2023

18.09.2023

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის შემოდგომაზე გაიმართება მედიაციის ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც ხორციელდება ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2018 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში. ფონდი მიზნად ისახავს მსოფლიოში მედიაციის ხელმისაწვდომობას არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე. [დამატებითი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://weinsteininternational.org/]

საქართველოში შეჯიბრის თანასპონსორები არიან იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ და „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრი“.

International Mediation Writing Competition მსოფლიოს მასშტაბით ტარდება მესამედ. აღნიშნული შეჯიბრი უნიკალურია თავისი ფორმატიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მედიაციის ადვოკატორიების წერითი კომპონენტის შემოწმებასა და განვითარებაზე. მონაწილეებმა შეჯიბრის ფარგლებში უნდა მოამზადონ მედიაციის ბრიფი.

შეჯიბრი ხორციელდება მსოფლიოს მასშტაბით ცხრა ქვეყანაში ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის წევრების ხელმძღვანელობით. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის I-IV კურსის სტუდენტებს.

მედიაციის ბრიფის წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრება 2023 წლის 31 ოქტომბერი, გამარჯვებული გამოვლინდება 7 დეკემბერს. გამარჯვებულს გამოავლენს მედიაციის სფეროში მოღვაწე კვალიფიციური პირებისგან დაკომპლექტებული პანელი.

ეროვნულ დონეზე გამარჯვებული მონაწილე ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის, იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” და “ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის" თანასპონსორობით დაჯილდოვდება 1 000 აშშ დოლარით.

შეჯიბრის წესები და სიმულაცია (პრობლემა, რომლის მიხედვითაც მონაწილეებმა უნდა მოამზადონ წერილობითი მემორანდუმი) აიტვირთება კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა” და „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის“ ვებ-გვერდებზე [1) https://www.eba-mac.com/ 2) https://www.jtconsulting-geo.com/ ] 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პანელის წევრებისა და შეჯიბრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, თვალი ადევნეთ კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა” და „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის“ ვებ-გვერდებს. ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ წინამდებარე კითხვარი: https://forms.gle/5FYi6gP65T6q7YkL8 და ელ ფოსტის საშუალებით მიიღოთ ინფორმაცია პერმანენტულად. 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

e-mail: nana.turmanidze@jtconsulting-geo.com

Cell: (+995) 595 50 92 61, ნანა თურმანიძე