თბილისის მე-15 Vis Pre-Moot!
10.03.2026
ჩვენთვის დიდი პატივია, ვყოფილიყავით თბილისის მე-15 Vis Pre-Moot-ის ოქროს სპონსორი და მხარდამჭერი.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება მეთხუთმეტედ გაიმართა და უკვე ამდენი ხანია არბიტრაჟით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას უფრო მომზადებულები, ძლიერები და გამოცდილები შეხვდნენ Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot-ს.
J&T Consulting-ის პარტნიორების ჩართულობა.
ჩვენი გუნდის წევრები პარტნიორი ანა პაპკიაური და რეგიონალური პარტნიორი ნანა თურმანიძე აქტიურად იყვნენ ჩართულები ღონისძიების მიმდინარეობაში, როგორც არბიტრები.
ნანა თურმანიძე ასევე იყო ერთ-ერთი პანელის სპიკერი. დისკუსიის ფარგლებში, მან Vis Pre-Moot-ის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა არბიტრაჟში და ასევე მისცა რჩევები, იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელიც Vis Moot-ში წარმატებით მონაწილეობისათვის განსაკუთრებულად საჭიროა.
გულწრფელი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ასევე ყველა მონაწილისა და ორგანიზატორის მიმართ მათი შრომის, ენთუზიაზმის და სრულყოფილებისადმი ერთგულებისთვის. მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელებთ მომავალ ინიციატივების მხარდაჭერა არბიტრაჟის სფეროს კიდევ უფრო გასაძლიერებლად.