ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი - სამართლის დოქტორი გიორგი ცერცვაძე მიმდინარე წლის 27-29 მაისს, Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო შპაიერის უნივერსიტეტში, სადაც წაიკითხა ლექციები საერთაშორისო საინვესტიციო სამართალსა და არბიტრაჟზე. ლექციებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინვესტიციების დაცვის სტანდარტებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
გიორი ცერცვაძე სალექციო კურსის პარალელურად შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰოლგერ მიულენკამპს და პროფესორ ვოლფგანგ ვაისს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.uni-speyer.de/