"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" 2020 წელსაც წამყვან იურიდიულ ფირმებს შორისაა

15.04.2020

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი", ზედიზედ მეხუთედ იქნა დასახელებული The Legal 500-ის მიერ, დავების გადაწყვეტის მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიად საქართველოში. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტი ოთარ მაჩაიძე, კი ამ სფეროს ამომავალ ვარსკვლავთა სიაშია და განსაკურებულადაა აღნიშნული მისი წვლილი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებულ საქმეებში.

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი სიღრმისეულად სწავლობს საკითხს და მუშაობს დავის მოსაგვარების ყველა შესაძლო ვარიანტზე. გიორგი ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც კომპანიის კლიენტებისათვის მუდმივად ხელმისაწვდომია, კომპანიის გუნდი, სხვა სახის დავებთან ერთად, მუშაობს სატრანსპორტო, საცალო გაყიდვებსა და საფოსტო სერვისთან დაკავშირებულ დავებზე". - ვკითხულობთ The Legal 500-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

კლიენტთა შეფასებები მოწმობს იმაზე, რომ „ჯეი ენ თი ქონსალთინგის“ გუნდი შედგება პროფესიონალი იურისტებისგან, რომლებისთვის კანონიერება და სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი, აგრეთვე, მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გიორგი ცერცვაძის, სიმონ ტაკაშვილისა და მათე ხვედელიძის პროფესიონალიზმი.