ჯეი ენდ თი ქონსალთინგი, ზედიზედ მეშვიდედ იქნა დასახელებული The Legal 500-ის მიერ, დავების გადაწყვეტის მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ ფირმად საქართველოში.
ფირმის ერთ-ერთი პარტნიორი, ოთარ მაჩაიძე, კიდევ ერთხელ მოხვდა ამ სფეროს ამომავალ ვარსკვლავთა სიაში. გარდა ამისა, განსაკურებულადაა აღნიშნული ოთარ მაჩაიძის, მმართველი პარტნიორის - გიორგი ცერცვაძესა და პარტნიორი - სიმონ ტაკაშვილის წვლილი ფირმის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებულ საქმეებში.
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ იურიდიული ფირმის კლიენტების რამდენიმე შეფასება, რომლებიც The Legal 500-ის მიერ იქნა შერჩეული:
„გიორგი ცერცვაძეს აქვს მოლაპარაკების არაჩვეულებრივი უნარი, მას ყველა საკითხის მიმართ გააჩნია საფუძვლიანი მიდგომა და პრობლემურ სიტუაციებს აგვარებს ინფორმირებულად და პროაქტიულად.”
„ოთარ მაჩაიძე გამოირჩევა „კლიენტების მოთხოვნილებებისთვის პრიორიტეტის მინიჭების“ უნარითა და „გამარჯვების განსაკუთრებული მონდომებით.”
„გიორგი ცერცვაძის სტრატეგიული წარმომადგენლობა, განსაკუთრებული უნარები და გაწონასწორებული განწყობა სიტუაციის გამწვავების პრევენციას ახდენს და ხელს უწყობს პროცესის პროგრესს.”
„მცოდნე, შრომისმოყვარე პროფესიონალები - ასე დავახასიათებდი ამ ფირმას. ჩემი საქმე არა მხოლოდ წარმატებით წარიმართა, არამედ პროცესის მიმდინარეობის თითოეული ეტაპის შესახებ დეტალურად ინფორმირებული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ჩემი საქმე მნიშვნელოვანი იყო.”