2018 წლის 8-9 ნოემბერს იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე სიტყვით გამოვიდა ბრაზილიის მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის (Centro Brasileiro de Mediação e Arbitragem) (CBMA)მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც რიო დე ჟანეირომ უმასპინძლა.
გიორგი ცერცვაძესთან ერთად მოხსენებით წარდგნენ და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, მოსამართლეები და დავის გადაწყვეტიის ალტერნატიული საშუალებების პრაქტიკოსები იტალიიდან ბრაზილიიდან და აშშ-დან. დისკუსია შეეხებოდა მედიაციის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს მითითებულ ქვეყნებში. თითქმის ყველა მომხსენებლის მიერ ხაზი გაესვა იმ პრობლემების ერთგვაროვან ხასიათს, რომელსაც მედიატორები და არბიტრები განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციების მქონე ქვეყნებში თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.
კონფერენციაზე სპეციალურად აღინიშნა ონლაინ სივრცეში წარმოშობილი დავების მედიაციის და არბიტრაჟის გამოყენებით გადაჭრის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით არსებული პერსპექტივების შესახებ, რაც შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყნისათვის