ნანა თურმანიძის კვლევითი ვიზიტი ჰამბურგში და მისი შერჩევა Young ICCA Mentoring Programme-ის [2026-2027] ერთ-ერთ მონაწილედ
02.03.2026
„ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ რეგიონალური პარტნიორის ვიზიტი ჰამბურგში.
"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" რეგიონალური პარტნიორი ბათუმში - ნანა თურმანიძე, თებერვლის თვეში, ინტენსიური კვლევითი საქმიანობით იმყოფებოდა Max Planck Institute for Comparative and International Private Law-ში (ჰამბურგი, გერმანია).
აღნიშული კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, მან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საინვესტიციო გარემოსა და ტენდენციების შედარებით კვლევაზე იმუშავა.
Young ICCA Mentoring Programme 2026-2027
ამასთანავე, ძალიან მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ნანა ასევე შერჩეულ იქნა Young ICCA Mentoring Programme-ის 2026-2027 წლის მონაწილედ საქართველოდან.
შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მასშესაძლებლობა ექნება იმუშავოს არბიტრაჟის აქტუალურ საკითხებზე - თურქ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად. აღნიშნულ პროცესში, ნანას მენტორობას არბიტრაჟში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე Anne Hoffmann-ი გაუწევს, რომელიც ამჟამად დუბაიში მოქმედი დამოუკიდებელი არბიტრია.