ძალიან ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, იურისტი თათია თურაზაშვილი სწავლას ჩინეთში, პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განაგრძობს. თათიამ მოიპოვა ჩინეთის სახელმწიფოს სტიპენდია, რაც სრულიად მოიცავს, როგორც სწავლის გადასახადს, ასევე საცხოვრებლის საფასურს, ყოველთვიურ სტიპენდიასა და სამედიცინო დაზღვევას.
სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია. სწავლის ძირითადი მიმართულებები კი საერთაშორისო საჯარო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი.
ჩვენი გუნდი ულოცავს თათიას და მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს!