სერგი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის პირველი სტიპენდიანტის წარმატება!

17.10.2024

ძალიან მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სერგი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებული თამარ სებისკვერაძე ქართული რითეილ სექტორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წარმატებულ კომპანიაში დასაქმდა. სტიპენდია, მისი პირობების მიხედვით, აერთიანებს როგორც ყოველთვიურ სტიპენდიას ექვსი თვის განმავლობაში, ასევე სტაჟირებას ჩვენს კომპანიაში იგივე ვადით. თამარმა წარმატებით დასაქმება ოთხთვიანი სტაჟირების შემდეგ შეძლო, რაც ასევე ძალიან გვახარებს. იგი განსაკუთრებულად მისი საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობით, ნათელი გონებითა და გუნდური მუშაობის უნარებით გამოირჩევა. ჯეი ენდ თი ქონალთინგის გუნდი მთელი გულით უსურვებს მას წარმატებებსკარიერასა და ცხოვრებაში.

ჩვენი კომპანია უწყვეტად აგრძელებს ახალგაზრდა მოტივირებული სტუდენტების წახალისებასა და მხარდაჭერას. ამ მიზნით კომპანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დააწესა ქართველი გამოჩენილი იურისტიების სახელობის სტიპენდია. ჯეი ენდ თი ქონსალთინგი სერგი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გასცემს.

სერგი ჯაფარიძე მეოცე საუკუნის ოციან წლებში მოღვაწე ევროპულად განათლებული ქართველი სამართლის პროფესორია, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს საკუთარი სამეცნიერო და პროფესიული მოღვაწეობის გამო ემსხვერპლა. ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სტიპენდიების ერთ-ერთი მიზანი მომავალი თაობისათვის საბჭოთა პერიოდში რეპრესებული ქართველი იურისტების გაცნობაა, შესაბამისად, ამ მიმართულებით სიახლეებს კვლავ შემოგთავაზებთ. სერგი ჯაფარიძის სტიპენდიის დაწესებაც ამ კამპანიის ერთ-ერთი და უკვე ძალიან წარმატებული ნაწილია.