გიორგი ცერცვაძე და ოთარ მაჩაიძე შერჩეულ იქნენ მედიაციის განვითარების კონსულტანტებად

03.06.2023

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე და პარტნიორი, ოთარ მაჩაიძე, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ორი მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნენ მედიაციის განვითარების კონსულტანტებად.

პირველი პროექტის, „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში“, მიზანია მოქალაქეების მიერ მედიაციის მექანიზმების გამოყენების გაუმჯობესება. პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ), ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი (DG I).

მეორე პროექტი, „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“, ესწრაფვის განაგრძოს ქვეყნის მხარდაჭერა ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა თუ ინსტრუმენტების დასამკვიდრებლად მართლმსაჯულების სფეროში, ასევე, მეტად განავითაროს ამ სფეროს პროფესიონალთა შესაძლებლობები, რათა მათ ეს სტანდარტები და ინსტრუმენტები სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენონ. პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ქვეშ არსებული ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლობის პროგრამების განყოფილება, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.