სიმონ ტაკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

28.12.2019

2019 წლის 26 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტის, სიმონ ტაკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა შედგა. სიმონი სამი წლის განმავლობაში, საქართველოსა და გერმანიაში (ჰამბურგი, მაქს-პლანკის შედარებითი და კერძო სამართლის ინსტიტუტი) მუშაობდა თემაზე „უცხოური ინვესტიციების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო საინვესტიციო რეჟიმთან“. ნაშრომში დეტალურად არის მსჯელობა იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომელიც, პრაქტიკოს იურისტებს, ხშირად გვხვდება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი ულოცავს სიმონს სამართლის დოქტორის ხარისხს და უსურვებს მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!