იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის წევრი თათია თურაზაშვილი სამაგისტრო თემის დასაცავად პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ერთი თვით გაემგზავრება.
თათიას მოპოვებული აქვს ჩინეთის სახელმწიფოს სტიპენდია, რაც სრულიად მოიცავს, როგორც სწავლის გადასახადს, ასევე საცხოვრებლის საფასურს, ყოველთვიურ სტიპენდიასა და სამედიცინო დაზღვევას.
2 წლის განმავლობაში თათიას სწავლის ძირითადი მიმართულებები იყო საერთაშორისო საჯარო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, არბიტრაჟო და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი.
ჩვენი გუნდი ულოცავს თათიას და მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს!