ვორქშოფი: საერთაშორისო დავების გადაწყვეტა ომის დროს: სანქციები და დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები

16.06.2022

2022 წლის 16 ივნისს, იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“, ევროპის ბიზნეს ასოციაციის და  იურიდიული ფირმა Queritius-ის  ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი თემაზე: საერთაშორისო დავების გადაწყვეტა ომის დროს: სანქციები და დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლის სპიკერებიც იყვნენ იურიდიულ ფირმა Queritius-ის დამფუძნებელი პარტნიორი - Wojciech Sadowski და პარტნიორი - Dániel Dózsa, ხოლო მოდერატორი, ჩვენი კომპანიის პარტნიორი ოთარ მაჩაიძე.

Queritius არის იურიდიული ფირმა, რომელიც ოპერირებს ბუდაპეშტში, პარიზსა და ვარშავაში და ორიენტირებულია საერთაშორისო დავების გადაწყვეტაზე, ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ვორქშოფს ესწრებოდნენ საქართველოში არსებული იურიდიული ფირმების და წამყვანი კომპანიის იურისტები, რომლებსაც სპიკერებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ჰქონდათ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.