ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე მაქს პლანკის შედარებითი სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის კვლევითი სტიპენდიის გამარჯვებულია (Max Planck Institute for Comparative and International Private Law in Hamburg).
მაქს პლანკის ინსტიტუტი ერთერთი წამყვანი ევროპული აკადემიური ცენტრია, რომელიც გერმანიაში, ჰამბურგში მდებარეობს და ბიზნესის სამართლის მიმართულებით კვლევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.
ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი სხვადასხვა კვლევითი პროექტების ფარგლებში ინსტიტუტთან 2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, 2022 წლის შემოდგომაზე, ქართული იურიდიული საზოგადოება გიორგი ცერცვაძის ავტორობით კონკურენციის სამართლის სახელმძღვანელოს მეორე ტომს მიიღებს. სახელმძღვანელოს პირველი ტომი ჰუმბოლდტის ფონდის მხარდაჭერით 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.