The Legal 500 Country Comparative Guides. International Arbitration: Georgia

08.11.2021

2021 წლის ნოემბერში, გამოქვეყნდა Legal 500: International Arbitration Country Comparative Guide-ის მე-6 გამოცემა.  გაიდლაინის მიზანია მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო არბიტრაჟის საკანონმდებლო რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ სხვადასხვა იურისდიქციაში. გაიდლაინის ცალკეული თავი ეთმობა ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო არბიტრაჟის აქტუალურ საკითხებს. მათ შორის,   განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ნამდვილი საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრების უფლებამოსილებები და მოვალეობები, გამოსაყენებელი სამართალი, პროცესის მომწესრიგებელი კანონი, წინასწარი და შუალედური გადაწყვეტილება, მტკიცებულებათა წარმოდგენის და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების წესი.

გაიდლაინის საქართველოში მოქმედ საერთაშორისო საარბიტრაჟო კანონებსა და რეგულაციებთან დაკავშირებული ნაწილი დაიწერა იურიდიული ფირმა - J&T Consulting-ის სახელით მმართველი პარტნიორის -  გიორგი ცერცვაძის და პარტნიორების - ოთარ მაჩაიძის და  სიმონ ტაკაშვილის მიერ.

გაიდლაინი შეგიძლიათ იხილოთ აქ.