J&T Consulting-ის გუნდის წევრები ICC Georgia Forum on Arbitration & ADR-ზე
2026 წლის 5 ივნისს J&T Consulting-ის პარტნიორი, რეგიონული პარტნიორი და უფროსი იურისტები დაესწრნენ ICC Georgia Forum on Arbitration & ADR-ს, რომელიც თბილისში გაიმართა. ფორუმზე განხილულ იქნა საერთაშორისო არბიტრაჟისა და ალტერნატიული დავების გადაწყვეტის (ADR) მექანიზმების პრაქტიკული უპირატესობები, კორპორატიული იურისტების როლი თანამედროვე ბიზნეს გარემოში, ასევე საერთაშორისო დავების გადაწყვეტის სფეროში არსებული უახლესი ტენდენციები და გამოწვევები.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟის წესებში განხორციელებულ უახლეს ცვლილებებსა და მათ პრაქტიკულ გავლენას დავების ეფექტიან და თანამედროვე მართვაზე. ფორუმში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ICC-ის წარმომადგენლები და რეგიონში მოქმედი წამყვანი იურისტები,რაც ღონისძიებას პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევდა.
J&T Consulting, როგორც ალტერნატიული დავების გადაწყვეტისა (ADR) და არბიტრაჟის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმა, მუდმივად არის ჩართული მსგავსი პროფესიული მნიშვნელობის ღონისძიებებში და აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი და საერთაშორისოდისკუსიების, ინიციატივებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში. ფირმა განსაკუთრებულმნიშვნელობას ანიჭებს პროფესიულ განვითარებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და ADR-ისა და არბიტრაჟის სფეროს გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.





