"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ბათუმის ოფისი

31.10.2024

ჯეი ენდ თი ქონსალთინგს ბათუმში რეგიონული წარმომდაგენელი 2023 წლის  იანვრიდან ჰყავდა. 

ძალიან ამაყები და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ თითქმის ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან ჩვენი კომპანიის ბათუმის ოფისის დაკომპლექტების პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და ოფისი სამი იურისტის შემადგენლობით მოემსახურება ჩვენს ბათუმელ (და არა მხოლოდ) კლიენტებს.

ბათუმის ოფისს რეგიონული პარტნიორის სტატუსით ნანა თურმანიძე უხელმძღვანელებს. რეგიონული წარმოამდგენლობიდან სრულფასოვან ოფისამდე არც თუ მარტივი გზა ჩვენმა კომპანიამ ნანას უდიდესი დამსახურებით გაიარა. მან თვითონ, დამოუკიდებლად შექმნა ეს შესაძლებლობა ჩვენთვის და ჩვენი კლიენტებისათვის და როგორც თვითონ ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია. 

პირველ ეტაპზე ნანასთან ერთად ბათუმის ოფისში ორი პარალეგალი იმუშავებს: 

ნათელა ესაძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრია და ამავე უნივერსიტეტში  მაგისტრატურის საფეხურზე აგრძელებს სწავლას. „კომპანიაში არსებული ჯანსაღი გარემო ბუნებრივად მეტის კეთებისკენ გიბიძგებს. არაერთხელ მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი პირველი პროფესიული გამოცდილება. ახლა ეს რეალობაა და იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი ისევე კარგად იქნება, როგორც დაიწყო“ - ამბობს ნათელა. 

ნინი სურმანიძე  - ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც თვითონ გვითხრა, "J&T’’-ში თავს ისე ვგრძნობ, როგორც გუნდური თამაშის დროს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს.  აქ ყველაფერი ისე სწრაფად და ბუნებრივად ხდება, რომ მეც ვცდილობ ჩემი სვლა მაქსიმალურად სწორად და კრეატიულად გავაკეთო. ყოველდღე ვსწავლობ რაღაც ახალს და უკვე ვხვდები, რომ ნელ-ნელა ამ თამაშში საკუთარ სტილს ვპოულობ”.

განსაკუთრებული მადლობა სსიპ ახალგაზრდობის რეგიონულ ცეტრს, რომლის მხარდაჭერა ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში ძალიან დაგვეხმარა. 

ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი ბათუმის ოფისის კიდევ უფრო ზრდისა და გაძლიერების წელი იქნება, რის შესახებაც ჩვენი კლიენტები და საზოგადოება მომავალშიც შეიტყობს.