ჩვენი რეგიონული წარმომადგენელი ბათუმში

16.02.2023

მიმდინარე წელს „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოვებას გეგმავს. კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი იურისტი ნანა თურმანიძე 2023 წლის თებერვლიდან ჩვენი კომპანიის რეგიონული წარმომადგენელი იქნება ქალაქ ბათუმში და კლიენტებს მომსახურებას უშუალოდ ადგილზე გაუწევს.

სიახლეებს ამ მიმართულებით დაინტერესებულ საზოგადოებას პერიოდულად შევთავაზებთ.