იურიდიული კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის უმცროსმა იურისტმა, რუსუდან გოჩიტაშვილმა, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით, მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში სოციალური უფლებების შესახებ (Moot Court on the European Social Charter), რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა. ევროსაბჭოს იმიტირებული სასამართლო პროცესი არის ორენოვანი და მიმდინარეობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში.
გარდა ამისა, იგი იყო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფო, რომლის გუნდიც მონაწილეობას იღებდა შეჯიბრში!
“ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი ულოცავს რუსუდანს ამ წარმატებას!