IMWC-ის დაჯილდოების ცერემონია

31.05.2021

2021 წლის 29 მაისს გაიმართა მედიაციის საერთაშორისო წერითი შეჯიბრის გლობალური დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის წევრების მიერ გამოვლინდა გამარჯვებული ეროვნულ დონეზე მსოფლიოს 9 ქვეყნიდან. გლობალურ დაჯილდოებას ესწრებოდნენ მონაწილე სახელმწიფოების სამართლის სკოლის სტუდენტები, შემფასებელთა პანელის წევრები, მხარდამჭერი იურიდიული ფირმები და სამართლის სკოლები.

საქართველოდან მედიაციის საერთაშორისო წერითი შეჯიბრის გამარჯვებული  წარადგინა ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის წევრმა - გიორგი ცერცვაძემ.

გამარჯვებული შემფასებელთა პანელის 5 (ხუთი) წევრის ინდივიდუალური შეფასებით და ქულათა ჯამური მაჩვენებლით გახდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი - ნინო აღნიაშვილი, რომელსაც ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის, იურიდიული ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგის და ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის თანასპონსორობით გადეცემა ჯილდო - 1 000 აშშ დოლარის ოდენობით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით,

შეჯიბრის მხარდამჭერ იურიდიულ ფირმებს საქართველოში

EY Georgia-ს და

MG Law-

შემფასებელთა პანელის წევრებს - გიორგი სვანაძეს, ლევან ჯანაშიას, ოთარ მაჩაიძეს, ლევან ჟორჟოლიანს, გიორგი ცერცვაძეს

და თითოეულ მონაწილე სტუდენტს  - შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში გლობალურ დონეზე საქართველოდან დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა.

თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც!