2016 წლის 21-22 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის მედიაციის დღეები 2016“ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების, განვითარებისა და მისი ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განუყოფელ ნაწილად ქცევის ხელშეწყობა. კონფერენციაში ქართველ ექსპერტებთან ერთად მედიაციის სფეროში მოღვაწე წამყვანი უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მედიაციის კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე) სასამართლო მედიატორთა ასოციაციის თავჯდომარესთან ერთად უძღვებოდა. ბატონი გიორგი კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრია, ის ასევე აქტიურად იყო ჩართული „თბილისის მედიაციის დღეები 2016-ის“ საორგანიზაციო საკითხებში და მოდერაციას უწევდა მის ერთ-ერთ პანელს.
კონფერენცია განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური დახმარებით