2015 წლის 19-20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული კონკურსი - "წარმომადგენლობა კომერციულ მედიაციაში". აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მთელი საქართველოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.
კომერციულ მედიაციაში წარმომომადგენლობის ეროვნულ კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართულები "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" თანამშრომლები. უშუალოდ შეჯიბრის ეტაპზე, სხვადასხვა სესიებში, ოთარ მაჩაიძე მონაწილეობას იღებდა, როგორც მედიატორი, სიმონ ტაკაშვილი კი - როგორც მსაჯი. კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე იყო თამარ ბენდელიანი, ხოლო ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი - ანა პაპკიაური. ამდენად, ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა სხვადასხვა სტატუსით ჩაება პროექტში და გარკვეული წვლილი შეიტანა მისი წარმატებით განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა სწორედ ანა პაპკიაურის გუნდმა - "New Generation"