ოთარ მაჩაიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

01.07.2020

2020 წლის 30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გაიმართა ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტის, ოთარ მაჩაიძის სადისერტაციო ნაშრომის „უზრუნველყფის ღონისძიებების გამოყენების და ცნობა-აღსრულების პირობები საარბიტრაჟო წარმოებისას“ დაცვა. 

ოთარი სამი წლისგანმავლობაში, საქართველოსა და გერმანიაში (ჰამბურგი, მაქს-პლანკის შედარებითი და კერძო სამართლისინსტიტუტი) ახორციელებდა კვლევას ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორის გიორგი ცერცვაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით.

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი ულოცავს ოთარს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას და უსურვებს მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!