პრეცედენტი - საბერძნეთის იურისდიქციის სასამართლომ საქართველოში მიმდინარე დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით ბერძნული კომპანიის აქტივების დააყადაღა

27.04.2021

ტრანსნაციონალური ბიზნეს დავის ფარგლებში ჩვენი კომპანიის პარტნიორმა სიმონ ტაკაშვილმა და უფროსმა იურისტმა მათე ხვედელიძემ, როგორც მოსარჩელე კომპანია - შპს „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლებმა შეძლეს საბერძნეთის იურისდიქციის სასამართლოში საქართველოში მიმდინარე დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით ბერძნული კომპანიის აქტივების დაყადაღება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ასევე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სამართლის განვითარებისა და სასამართლო პრაქტიკის დაახლოებისთვის.

აღნიშნულ სასამართლო საქმეში დავის საგანს წარმოადგენს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბერძნულ კომპანიას, შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ დაეკისრა თანხის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს „საქართველოს ფოსტის“ მოთხოვნა და სწორედ ეს მოთხოვნა იქნა უზრუნველყოფილი საბერძნეთის სასამართლოს მიერ.

ეს არის უაღრესად საყურადღებო პრეცედენტი, როდესაც ქართულ სასამართლოში მიმდინარე და დასრულებულ დავებზე სამართლებრივი მხარდაჭერა ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სასამართლოების მიერ.