2019 წლის 17-18 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, უნგრეთის ფინანსური არბიტრაჟის ბორდის ორგანიზებით, გაიმართა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების რიგით მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია.
აღნიშნულ კონფერენციაზე ერთ-ერთ მომხსენებლად მიწვეული იყო „ჯეი ენდ თი ქონალთინგის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე. მოხსენების თემა „დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების კულტურული ბარიერები პოსტ საბჭოთა სივრცეში (საქართველოს მაგალითზე)“.
კონფერენციის მიმდინარეობისას, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, დანიისა და უნგრეთის ეროვნული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობა სამომხმარებლო დავებში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.