„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" წამყვან იურიდიულ ფირმებს შორისაა 2023

21.04.2023

ჩვენი იურიდიული ფირმა,  The Legal 500-ის მიერ უკვე ზედიზედ მერვედ დასახელდა დავების გადაწყვეტის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ ფირმად საქართველოში, ხოლო წელს პირველად, კომერციული და კორპორაციული ტრანზაქციების  მიმართულებით,

ფირმის ერთ-ერთი პარტნიორი ოთარ მაჩაიძე, რომელიც ამდრომდე The Legal 500-ის მიერ არაერთხელ იყო დასახელებული ამ სფეროს ამომავალ ვარსკვლავთა სიაში პირველად დასახელდა მომავალი თაობის პარტნიორად.  

გარდა ამისა, The Legal 500-ის მიერ განსაკურებულადაა აღნიშნული მმართველი პარტნიორის -  გიორგი ცერცვაძისა და პარტნიორის - სიმონ ტაკაშვილის წვლილი ფირმის მიერ  წარმოებულ საქმეებში.  ასევე, წელს პირველად, ჩვენი იურიდიული ფირმის იურისტები ნანა თურმანიძე და სალომე ბერაძე დასახელდნენ J&T-ის გუნდის გამორჩეულ წევრებად.

გიზიარებთ, The Legal 500-ის მიერ შერჩეული იურიდიული ფირმის კლიენტების რამდენიმე შეფასებას:

„მცოდნე და შრომისმოყვარე პროფესიონალების გუნდი, ასე დავახასიათებდი J&T Consulting-ის იურიდიულ ფირმას! J&T მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებს ჩვენს საქმეებს სახელმწიფო და საზღვარგარეთ დავებში და ყოველთვის ახერხებს ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებას.“

 „საჭიროების შემთხვევაში გუნდი მზადაა იმუშაოს არასამუშაო საათებში და დღეებში, რათა გაგრძნობინოთ დამატებითი უსაფრთხოება.“

 „გიორგი ცერცვაძეს სამაგალითოდ ესმის საერთაშორისო არბიტრაჟი და მისი სპეციფიკა. მისი სტრატეგიული წარმომადგენლობა, მკვეთრი ინსტინქტები და გაწონასწორებული განწყობა ხელს უწყობს პროცესის პროგრესირებას.“

 „გამორჩეულია სიმონ ტაკაშვილის ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.  სიმონი თითოეულ საქმეს ხელმძღვანელობს უაღრესად ეფექტური გზით.“

შეგახსენებთ, რომ The Legal 500 არის ბრიტანული იურიდიული კვლევითი და საგამომცემლო კომპანია, რომელიც  1987 წლიდან აანალიზებს იურიდიული ფირმები შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით.