ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორის გიორგი ცერცვაძის, პარტნიორ ოთარ მაჩაიძის, ასევე გიორგი სვანაძის და ლაშა ცერცვაძის თანაავტორობით, გამოიცა ახალი პრაქტიკული სახელმძღვანელო “იურისტის როლი ბიზნეს მოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში”.
სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდის წევრები. გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია კომპანიის პარტნიორი სიმონ ტაკაშვილი, ხოლო მკვლევართა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ჩვენი იურისტებით: თათია თურაზაშვილი, ქეთევან კვეტენაძე და თამაზ სუჯაშვილი.
წიგნი გამოცემულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, ხოლო სახელმძღვანელოს ოფიციალური წარდგენაც 12 მარტს, ამავე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
პრაქტიკული სახელმძღვანელოს სრული ელექტრონული ვერსია სრულიად უფასოდ გამოქვეყნდა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
იურისტის როლი ბიზნეს მოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში





