სერგი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდია

10.05.2024

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ უწყვეტად აგრძელებს ახალგაზრდა მოტივირებული სტუდენტების წახალისებასა და მხარდაჭერას. ამ მიზნით კომპანიამ სხვადსახვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დააწესა ქართველი გამოჩენილი იურისტიების სახელობის სტიპენდია. კომპანიამ ამჯერად „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გამოაცხადა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი იურისტის სერგი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდია.

სერგი ჯაფარიძე, როგორც კერძო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს „სავაჭრო სამართლის“ ავტორი, მე-20 საუკუნის იმ ავტორთა მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც კერძო სამართლის ევროპული მოდელის დანერგვას ცდილობდნენ საქართველოში. სერგი ჯაფარიძის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო შესაძლებელია ითქვას, რომ დღესაც აქტუალურ და კერძო სამართლისთის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. სწორედ ამიტომ, „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ საქმიანობის პროფილის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ სერგი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის დაწესებულიყო. 

როგორც აღინიშნა, კონკურსი ჩატარდა „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სამართლის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის შედეგად, გამარჯვებულად გამოცხადდა თამარ სებისკვერაძე. თამარი სტიპენდიის პირობების შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას და ამავდროულად სტაჟირებას გაივლის „ჯეი ენდ თი ქონსალთინგში“.