09.08.2021
ავტორი: ნანა თურმანიძე
კორპორაციული მართვის ფუნდამენტური პრობლემას წარმოადგენს აქციონერების დაცვა კომპანიის პრობლემებისგან, რომლებიც წარმოიქმნება საკუთრების კონტროლისგან გამიჯვნის გამო. მსოფლიოში აქციონერთა უფლებების იურიდიული დაცვა აღიარებულია, როგორც კორპორაციული მართვის აუცილებელი ელემენტი. ეს იურიდიული უფლებები აქციონერებს შიდა კორპორაციული მართვის მექანიზმების მრავალფეროვნებით უზრუნველყოფს, როგორიცაა ბორდში (დირექტორატში) მონაწილეობა, მენეჯმენტის თვითრეგულირება და სხვა. შიდა კორპორაციული მექანიზმების გარდა, კანონი აქციონერებს (პარტნიორებს) ასევე აძლევს შესაძლებლობას, სარჩელი შეიტანონ მენეჯერების წინააღმდეგ, როდესაც ისინი ხედავენ, რომ მენეჯერებმა შეუსაბამოდ გამოიყენეს თავიანთი კონტროლის პოზიციები.
საკორპორაციო სამართალში აქციონერების დერივაციული იგივე წარმოებული სარჩელები არის აქციონერთა სარჩელების სპეციალური კლასი, რომელიც საშუალებას აძლევს მინორიტარ აქციონერებს აღძრან სარჩელი კომპანიის სახელით კორპორაციის ინსაიდერის წინააღმდეგ, რომლის მოქმედებამაც სავარაუდოდ ზიანი მიაყენა კომპანიას. დერივაციული სარჩელი არის საკორპორაციო სამართლის მექანიზმი კორპორაციის პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ როდესაც კორპორაციის ინსაიდერები, რომლებმაც უნდა წამოაყენონ მოთხოვნები, ზოგჯერ ინტერესთა კონფლიქტში არიან. სარჩელის მიზანია უზრუნველყოს კორპორაციის პრობლემების გამოსწორება. ამასთან ამ ტიპის სარჩელები უკეთესია, ვიდრე საკლასო სარჩელები, სასამართლოების როლის შესასწავლად ეფექტურ კორპორაციულ მართვაში. პირდაპირი სარჩელის დროს, ნებისმიერი ანაზღაურება პირდაპირ ერიცხება აქციონერებს. დერივაციული სარჩელის დროს კი მიღებული შედეგი მიემართება კორპორაციას.
ჩვეულებრივ დერივაციული სარჩელები იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს დირექტორების და ოფიცრების პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ თავიანთი ფიდუციური მოვალეობების დარღვევის გამო. მარტივი გასაგებია, რომ დირექტორები და ოფიცრები არ აღძრავენ კორპორაციის სახელით სარჩელს საკუთარი თავის წინააღმდეგ. შესაბამისად, დერივაციული სარჩელი აქციონერებს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვან თავიანთი ინტერესები იმ სამართალწარმოების გზით, რომლის წარმოებაც არ სურს კომპანიას. ამ დროს, მოსარჩელე აქციონერები მოქმედებენ ყველა აქციონერის ინტერესებიდან გამომდინარე, ამრიგად, იყენებენ იურიდიულ მექანიზმს, რომელიც ეხება აქციონერებსა და მენეჯმენტს შორის არსებული კომპანიის პრობლემებს, რაც ეფექტურად აყენებს კორპორაციული მართვის საკითხებს წინაპლანზე. ამასთან, დერივაციული სარჩელები იყო ყველაზე ადრეული შეზღუდვა დირექტორის არასათანადო მენეჯმენტის გამო. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 1949 წელს Cohen v. Beneficial Industrial Loan Corp. საქმეზე დაადგინა რომ დერივაციული სარჩელი ”დიდი ხნის განმავლობაში იყო კორპორაციული მენეჯმენტის მთავარი მარეგულირებელი”.
იურიდიულ ლოტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით დერივაციული სარჩელები შეიძლება მოქმედებდეს როგორც შემაკავებელი საშუალება და არა როგორც მექანიზმები, იმისთვის რომ აქციონერებმა მიიღონ კომპენსაცია მენეჯმენტის არასწორი საქციელის გამო. ამ თვალსაზრისით, სარჩელი იწვევს მენეჯმენტის ქცევის კორექტირებას, ვინაიდან იგი აცნობიერებს, რომ აქციონერების ყურადღება ახლა მის ქმედებებზეა ორიენტირებული.
თუმცა დერივაციული სარჩელის აღძვრას აქვს თავისი წინაპირობები, რაც მეტ-ნაკლებად განსხვავებულია სახელმწიფოებს შორის. ამ მხრივ, საინტერესოა ქართული რეგულირებაც.
დერივაციული სარჩელის შესახებ ჩანაწერი საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონში პირველად 2008 წლის 14 მარტში გაჩნდა, რომელიც თავდაპირველად რეგულირებული იყო მხოლოდ სააქციო საზოგადოებასთან მიმართებით (მეწარმეთა შესახებ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით), ხოლო 2014 წლის 31 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებით რეგულირებული იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნაწილშიც (მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით).
"მუხლი 53. აქციონერთა უფლება-მოვალეობები. მე-5 პუნქტი
თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, აქციონერს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს."
განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, სადაც არც თუ ისე პოპულარულია დერივაციული სარჩელი ქართული კანონმდებლობა სარჩელის აღძვრის წინაპირობად არ იცნობს მინიმუმი წილის ფლობის ვალდებულებას საწარმოში.
ევროპის იურისდიქციების აბსოლუტურ უმრავლესობაში აქციონერებს შეუძლიათ წარმოადგინონ დერივაციული სარჩელი მენეჯმენტის წინააღმდეგ ფიდუციური მოვალეობის დარღვევის გამო. თუმცა სარჩელის აღძვრა ლიმიტირებულია საწარმოს წილის მინიმალური ოდენობის ფლობით. ევროპის დიდ ქვეყნებში ყველა მინორიტარ აქციონერს არ შეუძლია აღძრას სარჩელი მენეჯმენტის წინააღმდეგ ფიდუციური მოვალეობის დარღვევის გამო. დერივაციული სარჩელის აღძვრის უფლება ენიჭება აქციონერებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 5% (ჩეხეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი) ან 10% (ავსტრია, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვენია, შვედეთი). გერმანიამ ახლახანს შეამცირა 10 % ბარიერი 1% -მდე, იტალია 5% -დან 2.5% -მდე.
გარდა ამისა, დერივაციული სარჩელის მახასიათებლებისთვის საინტერესოა საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონში რეგულირების შედარება Model Business Corporation Act-თან (MBCA), რომელიც შემუშავებულია ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიერ და აყალიბებს საკორპორაციო სამართლის სტანდარტებს. დღესდღეობით მოდელური აქტი მოქმედებს აშშ-ს 24 შტატში, რომელიც საკორპორაციო სამართლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განსაზღვრავს დერივაციული სარჩელის აღძვრასთან დაკავშირებულ პროცედურებს. აქტის თანახმად,
საქართველოს მოქმედი მეწარმეთა კანონი მართალია მსგავსად Model Business Corporation Act-ისა განსაზღვრავს დერივაციული სარჩელის აღძვრისთვის თავდაპირველ წერილობით მიმართვას საზოგადოებისადმი და 90 დღიან რეჟიმს, რომლის განმავლობაშიც საზოგადოებამ უნდა აღძრას სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან დაასაბუთოს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. თუმცა
ამ მხრივ, საყურადღებოა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი, რომელიც ძალაში შევა 2022 წლის 1-ელ იანვარს და განსხვავებით მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონისგან, რომელიც ძალას დაკარგავს ახალი კანონის ძალაში შესვლისას, უფრო დეტალურად მოაწესრიგებს დერივაციულ სარჩელს და შეიძლება ითქვას, რომ დაუახლოვდება Model Business Corporation Act-ის რეგულირებას. ახალი კანონის თანახმად, დერივაციული სარჩელის მექანიზმი რეგულირებულია შემდეგნაირად:
"მუხლი 223. აქციონერის სარჩელი სააქციო საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე
საკანონმდებლო ცვლილების მნიშვნელობა დერივაციულ სარჩელთან მიმართებით შეიძლება რამდენიმე ნაწილად დავყოთ:
ცალსახაა, რომ საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც დამახასიათებელია მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონისათვის და დადებით გავლენას იქონიებს ქართულ სასამართლო პრაქტიკაზე. ამასთან, უფრო მეტად დაახლოვებს დერივაციული სარჩელის რეგულირებას Model Business Corporation Act-თან.
საკვნაძო სიტყვები: საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონი, საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტი, მოდელური აქტი, დერივაციული სარჩელი
ბიბლიოგრაფია