ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

19.09.2019

J&T Consulting-ის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ ინტენსიურ სასწავლო კურსს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მონაწილეთა სრულფასოვნად მომზადება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტების მქონე სასწავლო პროცესის საშუალებით, რომელსაც გაუძღვებიან ქართულ სამართლებრივ სივრცეში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი იურისტები.


კურსი დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განსაზღვრული საგამოცდო პროგრამის მიხედვით.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს მომზადებას შემდეგ დისციპლინებში:

  • კონსტიტუციური სამართალი
  • ადამიანის უფლებათა სამართალი
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • სამეწარმეო სამართალი;
  • საავტორო სამართალი;
  • შრომის სამართალი;


სწავლების მეთოდი: სასწავლო კურსი, საკვალიფიკაცო გამოცდის სპეციფიკისა და ფორმატის გათვალისწინებით, ორიენტირებულია თეორიული საკითხების დეტალურად შესწავლასა და ტესტური სწავლების მეთოდზე.

წინამდებარე პროექტის ფარგლებში ტრენერებთან და სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად შემუშავებულია ტესტური კითხვარები, რომელსაც კურსის მონაწილეები გაივლიან ყოველი კონკრეტული დისციპლინის დასრულების შემდგომ. ამასთან, სასწავლო კურსის ბოლოს გაიმართება ერთიანი იმიტირებული გამოცდა.

გარდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველისა, პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ვინაიდან სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია ცალკეულ შედეგზე და ამასთან, გათვლილია, შეზღუდულ რაოდენობაზე, აპლიკაციის საფუძველზე, შეირჩევა მხოლოდ რეგისტრირებული პირველი 20 აპლიკანტი.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე.

კურსი განხორციელდება ინტენსიურ რეჟიმში. ტრენინგ შეხვედრები გაიმართება კვირაში 3 დღე. სამუშაო პერიოდი 19:00 საათიდან. თითო შეხვედრას დაეთმობა მინიმუმ 2 საათი.

სასწავლო კურსის პროგრამის ფარგლებში ტრენერთა შესახებ ინფორმაცია, პერიოდულად განთავსდება მიმდინარე ივენთზე: https://www.facebook.com/events/379718956294500/

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1NBluyJPT3-neI-_PQL6HGw4I14nJsb1dlVRCu1OgNUM/edit

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 18:00 საათი!

პროექტში მონაწილეობის ღირებულება:
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველისათვის მთლიანი კურსის ღირებულება შეადგენს 350 ლარს.
შესაძლებელია ცალკეულ დისციპლინაზე რეგისტრაცია. თითო დისციპლინის ღირებულება შეადგენს - 150 ლარს.

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები
ანგარიშის ნომერი: GE97BG0000000161797295
მიმღების დასახელება: "ა(ა)იპ ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სასწავლო ცენტრი"

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემი (სახელი და გვარი).


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

577 900 974

shengeliaelisabed@gmail.com

ელისაბედ შენგელია

სასწავლო ცენტრის დირექტორი