The Legal 500-ის საერთაშორისო არბიტრაჟის გზამკვლევის (International Arbitration Country Comparative Guide) მე-10 გამოცემის საქართველოსთან დაკავშირებულ სექციაზე ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდმა იმუშავა.
სიამაყით გაცნობებთ, რომ ჯეი ენდ თი ქონსალთინგმა შეადგინა The Legal 500-ის საერთაშორისო არბიტრაჟის გზამკვლევის (International Arbitration Country Comparative Guide) მე-10 გამოცემის საქართველოსთან დაკავშირებული სექცია, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ ქართულ კანონმდებლობას ეთმობა და მიმოიხილავს საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟის მარეგულირებელ სამართლებრივ რეჟიმს.
რას მოიცავს გზამკვლევის ის ნაწილი, რომელზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა:
აღნიშნულ სექციაში, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია: არბიტრაჟის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში, რაცმოიცავს როგორც შიდა კანონმდებლობას, ისე ნიუ-იორკის კონვენციას უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ; სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომპეტენციის კომპეტენცია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება დაცნობა-აღსრულება, არა-ხელმომწერი მხარეების ჩართულობა და ვირტუალური/ონლაინ და ჰიბრიდულიგანხილვების გაზრდილი გამოყენება.
ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდის წევრები, რომლებმაც Legal 500-ის გზამკვლევის საქართველოსთნ დაკავშირებულ სექციაზე იმუშავეს:
აღნიშნული სექცია მომზადდა ჩვენი საერთაშორისო არბიტრაჟის გუნდის წევრების: სამართლის დოქტორ გიორგი ცერცვაძის (მმართველი პარტნიორი), სამართლის დოქტორ სიმონ ტაკაშვილის (პარტნიორი) დასამართლის დოქტორ ოთარ მაჩაიძის (პარტნიორი) მიერ.
მოხარული ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ამ გლობალურ შედარებით გზამკვლევში და პრაქტიკულმოსაზრებებს ვუზიარებთ კლიენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და საარბიტრაჟო ინსტიტუტებს, რომლებიცგანიხილავენ საქართველოს, როგორც არბიტრაჟისა თუ აღსრულების ადგილს.
The Legal 500-ის საერთაშორისო არბიტრაჟის გზამკვლევის (International Arbitration Country Comparative Guide) მე-10 გამოცემის საქართველოსთან დაკავშირებული სექცია სრულად:
დაინტერესების შემთვევაში, გზამკვლევის საქართველოსთან დაკაშირებულ სექციას შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე: https://www.legal500.com/guides/chapter/georgia-international-arbitration/rft5
#JTConsulting #Legal500 #InternationalArbitration #DisputeResolution #Georgia





