2019 წლის12-14 თებერვალს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დავების გადაწყვეტის ინსტიტუტის (New Jersey City University Business School Institute for Dispute Resolution https://www.njcu.edu/academics/institute-dispute-resolution-idr) დირექტორის, დევიდ ვაისის სპეციალური მიწვევით, დაესწრო ორდღიან სამუშაო შეხვედრას ბუდაპეშტში.
შეხვედრას ესწრებოდნენ არბიტრები, მედიატორები და ბიზნესმენები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დისკუსია შეეხებოდა აღმოსავლეთ ევროპაში და მათ შორის საქართველოში ბიზნეს დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზია მერიკული გამოცდილებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის და საქართველოსთვის.
მოგვიანებით გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე დირექტორი დევიდ ვაისი და მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა კავკასიისა და შუა აზიის რეგიონისათვის მიმდინარე წლის შემოგომაზე საქართველოში გაიმართება და მას "ჯეიენდთიქონსალთინგი" უმასპინძლებს.