"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" საუკეთესო იურიდიულ კომპანიებს შორისაა

13.04.2016

"The Legal 500-ის" მონაცემებით, "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" ქართულ სამართლებრივ ბაზარზე მოღვაწე წამყვან იურიდიულ კომპანიებს შორისაა. 

"The Legal 500" მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს იურიდიული კომპანიების მონაცემების შესწავლას უკვე 28 წელია და ამომწურავი და ყოველწლიურად განახლებადი ინფორმაციით წარმოაჩენს გლობალური იურიდიული ბაზრის სურათს. იურიდიული კომპანიების ძლიერი მხარეების შესწავლა, დაახლოებით, 100 მართლწესრიგის მასშტაბით ხდება და შედეგები ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

როგორც უკვე აღინიშნა, სწორედ "The Legal 500-ის" ბოლო მონაცემებით, "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიად დასახელდა და მისი საქმიანობა შემდეგნაირად იქნა შეფასებული:

"შპს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგს" საერთაშორისო ბიზნესი და მისი სპეციფიკა შესანიშნავად აქვს გააზრებული. კომპანია ყოველთვის მზადაა, შესთავაზოს კლიენტებს პრაგმატული გადაწყვეტები და აქვს ქართული სასამართლო სისტემისა და პრაქტიკის ღრმა ცოდნა. მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე არის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სასამართლო წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოში კლიენტის ინტერესების უბადლო დამცველია, ხოლო კომპანიის იურისტს, სიმონ ტაკაშვილს აქვს არაჩვეულებრივი კვლევითი და ანალიტიკური უნარები."

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გუნდისთვის საუკეთესო იურიდიულ ფირმებს შორის მოხვედრა მნიშვნელოვანი წარმატებაა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ დაუღალავი შრომა და საქმისადმი ერთგულება მომავალშიც არაერთხელ მოუტანს კომპანიას აღიარებას.