ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება გერმანიაში

28.03.2019

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგმა“ პარტნიორ გერმანულ იურიდიულ ფირმასთან ერთად გერმანიაში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას მიაღწია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სახელშეკრულება დავა ქართული კომპანიის სარჩელის საფუძველზე, გერმანული კომპანიის მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. 

"ჯეი ენდ თი ქონსალთგის" და მისი გერმანელი პარტნიორების დახმარებით ქართულმა კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულებისათვის გერმანულ სასამართლოს წარუდგინა. 

ცნობისა და აღსრულების პროცესს განსაკუთრებით ართულებდა ორი გარემოება: ა) წარდგენილი გადაწყვეტილება მოპასუხის დაუსწრებლად იყო მიღებული და ბ) არ არსებობდა ბიზნეს დავაზე ქართული სასამართლო გადაწყვეტილების გერმანული სასამართლოს მიერ აღიარების პრეცენდენტი. 

ცნობის და აღსრულების საკითხის განხილვის პროცესში მოპასუხის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. თავდაპირველად გერმანელმა გაკოტრების მმართველმა უარყო ქართული კომპანიის მოთხოვნა, თუმცა დასაბუთებული პოზიციის წარდგენის შემდეგ მოთხოვნა დაადასტურა. 

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროფესორ გიორგი სვანაძეს. გერმანულ ენაზე შესრულებულმა მისმა დისერტაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქმის ქართული კომპანიის სასარგებლოდ დასრულებაში.